“ახლო კონტაქტი არავისთან მქონია, მხოლოდ ხელის ჩამორთმევა” – კახა კუკავას კოვიდ19 დაუდასტურდა

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას კორონავირუსი  დაუდასტურდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ის „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

„არ ვიცი როგორ დავინფიცირდი, ბევრს ვმოგზაურობ და ზუსტად ვერ ვიტყვი. უქმეებზე აჭარაში ვიყავი. ტესტი დღეს გავიკეთე და კოვიდდადებითი აღმოვჩნდი.

ახლო კონტაქტი არავისთან მქონია, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოვიფარგლეთ.

თავს ნორმალურად ვგრძნობ, მხოლოდ სიცხე მაქვს, სხვა არანაირი სიმპტომი. მკურნალობის კურსს სახლში გავდივარ, ოჯახის ექიმს ვეკონტაქტები“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ კუკავამ.

  •  
  •  

12 Comments

  1. ანონიმური

    ამას რა კორონა მოერევა უარესია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.