“ახლა, 1 თვის შემდეგ იწყება გამოძიება” – ბაჩალიაშვილის მშობლებმა დნმ-ის ანალიზი ჩააბარეს

ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე – თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა დნმ-ს ანალიზი ჩააბარეს.

გენეტიკური ანალიზის ნიმუშის ჩაბარება, მას შემდეგ გადაწყდა, რაც გამოძიებაზე პასუხისმგებლობის აღება შსს-სგან პროკურატურამ გადაიბარა – თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან უცნაურია, რბილად რომ ვთქვათ, რადგან, გამოძიებაზე პასუხისმგებელი, აქამდეც პროკურატურა იყო!

პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, ადვოკატი ამბობს, რომ 1 თვის განმავლობაში გამოძიებას არაფერი გაუკეთებია და რეალურად, პროცესი ახლა იწყება.

“ახლა იწყება გამოძიება, ლოდინის დრო აღარაა, 1 თვე იყო მხოლოდ სიტყვიერი საუბარი. ეს ერთი თვე რა ზიანიც მიადგა გამოძიებას და რაც დააკლდა, პაუსიხსგებაც მაგათზე იქნება, რომ ყველაფერი გამოსწორდეს” – ამბობს რამიშვილი.

ამასთან, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ხვალ თეთრიწყაროს ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდება, რომელსაც მისი მშობლებიც დაესწრებიან.

რა შეიცვალა ამ ერთ თვეში, რა კითხვებზე გაეცა ოჯახს პასუხი და რა გააკეთეს ძალოვნებმა – ამ კითხვებზე პასუხს ამ მასალიდან შეიტყობთ.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.