“ახლა ჩამიგდეს უზარმაზარი ქორწილის ფოტო…” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოქალაქეები აკრძალვების მიუხედავად ქორწილებს მაინც იხდიან:

„ახლა ჩამიგდეს სამწუხაროდ, კიდევ ერთი სურათი „მესენჯერში“ უზარმაზარი ქორწილის. არ დავასახელებ რეგიონს. აკრძალულია, მაგრამ  მაინც ხდება. უნდა დავემორჩილოთ ამ რეგულაციებს, ძალიან გთხოვთ.

ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში, ბევრი ოჯახი შეიქმნას, ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ დროებით თავი შევიკავოთ, ეს ქორწილები და შეუღლებები აღვნიშნოთ მოკრძალებულ მასშტაბში. არ გვინდა 200-300-400 კაცი, იმიტომ, რომ ძალიან დიდი რისკია ინფექციის გავრცელების. თუ ჩვენ ყველა ამ წესებს დავიცავთ, დამერწმუნეთ ერთად მოვერევით ამ ინფექციას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით ქორწილები, ქელეხებისა და იუბილეების გადახდა ისევ აიკრძალა. 

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    რა გაატრაკე საქმე ახლა ხალხის გამრავლებაზეც გადახვედით ბოლო დროს მოსპოთ ქართველი ხალხი.. მოვა დრო და ყველაფერი მალე გამოაშკარავდება გამყრელიძე და ისეტი გაგეყრება რომ ოჯახიანად ვერ გამოიცლი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.