„ახლა ყველაფერს ივანიშვილს ვაბრალებთ, ადრე მიშას ბრალი იყო, უფრო ადრე – შევარდნაძის“

ჩვენი ახალგაზრდები პატარაობიდანვე აგრესიის გარემოცვაში იზრდებიან, – ამის შესახებ განცხადებას საბალეტო სტუდიის ხელმძღვანელი მაკა მახარაძე­ – მედეა ჩახავასა და კოტე მახარაძის ქალიშვილი აკეთებს, რითაც ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებს ეხმაურება.

მისივე თქმით, მსგავსიშემთხვევები მის ბავშვობშიც ხდებოდა, თუმცა აგრესია ახლა უფრო გაძლიერდა.

“წამით დავფიქრდეთ: ჩვენი ახალგაზრდები პატარაობიდანვე აგრესიის გარემოცვაში იზრდებიან. ტელევიზორისა და კომპიუტერის ეკრანიდან პირდაპირ ასწავლიან, ადამიანი როგორ უნდა მოკლა, სცემო, დაასახიჩრო. კომპიუტერის წინააღმდეგი როდი ვარ, მეც აქტიური მომხმარებელი ვარ, მაგრამ ხომ უნდა დავფიქრდეთ, რას უყურებენ და რას სწავლობენ იქიდან ბავშვები?­ ოჯახებშიც არ არის სიმშვიდე: გაუთავებელი კამათი, ჭიდაობა, დაპირისპირება, უპატიებლობა. ჩვენი უბედურება ის არის, რომ ყველაფერს რაც არ მოგვწონს, სხვას ვაბრალებთ.

ვინმეს ხომ უნდა დაჰბრალდეს, რომ ერთმანეთს არ ვინდობთ და ყველა მხრიდან ნეგატივი მოდის? – ახლა ყველაფერს ივანიშვილს ვაბრალებთ, ადრე მიშას ბრალი იყო, უფრო ადრე – შევარდნაძის, უფრო ადრე კი – ზვიად გამსახურდიასი.­ შეცდომა რომ მოგივა, ხომ უნდა დაფიქრდე? “ფეისბუკია” და, ერთმანეთს ვჭამთ, ქუჩაა და, ერთმანეთს ვჭამთ, მეზობელი მეზობელს ერჩის, თანამშრომელი – თანამშრომელს და ვერ ვხვდებით, რომ ყველაფრის გამოსწორება ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ”, – განაცხადა “კვირის პალიტრასთან” მაკა მახარაძემ.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    სტალინი 100 % – იანი სიმართლე! მაგრამ ვის უნდა ეს სიმართლე?! შეაყარე კედელს ცერცვი თუ გინდა!

    1. ანონიმური

      გეთანხმები…სტალინი…

  2. ჟორიკა

    ვააა…. სიმართლე ეგრეა და ახალ ზღაპარს ხომ არ მოვყვებით?!!!
    ვინცაა მამამარჩენალი… ბრალიც მის კისერზეა!
    სტალინის დროს სტალინია დამნაშავე, ბრეჟნევის დროს ბრეჟნევი! გორბაჩოვის დროს ,შევარდნაძე და რეიგანი?!
    გამსახურდიას დროს-კიტოვანი, ჯაბა და სიგუა?!
    მიშას დროს-ბუში და უეჭველი პუტინი?!
    რა ვიცი აბა, თქვენც დაამატეთ რამე😂

  3. ანონიმური

    🤣🤣🤣

  4. ანონიმური

    ივანიშვილს კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ქვესნისთვის

    1. ანონიმური

      კიი, კარგები მოუტყნა სულ ქვეყანას! ხალხს ვინ ჩივის ლარს რა დამართა ბიზნესმენმა მილიარდერმა😂👎🏿

  5. ანონიმური

    სააკაშვილმა მიწასთან გაასწორა ჩვენი ქვეყანა

    1. ანონიმური

      ხალხი გაასწორა მიშამ მიწასთან ,თორემ ქვეყანა
      კი ამოათრია ედიკას წუმპიდან

  6. ლიკა

    ყველას უნდა დაუფასდეს გაკეთებული და პასუხი უბდა აგოს დანაშაულებზე.

    1. ანონიმური

      საქართველოს რეალობაში მასე არაა… მხოლოდ იქ, ზეცაში ღმერთი თხოვს პასუხს-ო ასე ამბობენ და დავიჯეროთ ?!

  7. ნინო

    ივანიშვილი ღმერთმა დალოცის თავის ოჯახთან ერთად დროა დავინახოთ ამ ადამიანის სიკეთე არ შეიძლება ხალხო ასე

    1. როგორც საქართველო აა ყვავა, ისთე აუ ყვავდეს

      მეტი რა უნდა დავინახოთ …9 წელი გახდება საქართველოს უგვირგვინო მეფეა ჭორვილელი გლეხის შვილი?!

  8. ანონიმური

    ჭორვილელი გლეხის შვილი რომ არის, ზუსტად იმიტომ
    გაუმარჯოს.
    პოლიტიკაში, თვითონ არ მოსულა, სააკაშვილმა, თავისი
    მკვლელობებით, თაღლითობით, ძარცველობით, იძულებული გახადა,რომ მოსულიყო ხელისუფლებაში.
    ბუზი, ბევრი ბზუისო,
    ფუტკართან, ყველა ტყუისო.

  9. ანონიმური

    ხოდა მაგას გეუბნები,მარა გესმის რო… მეტი რაღა უნდა
    გაუმარჯოს ბიძინას-ჭორვილელი გლეხის შვილი საქართველოს მეფეა!!!
    მიშას მოყვანას რაც შეეხება არც ეგ გცოდნია ან თავს იკატუნებ! ბიძინას ფულებით მოვიდა სააკაშვილ-ჟვანიას გუნდი ხელისუფლებაში!!! ხალხს ატყუებდნენ სოროსი ეხმარება ახალგაზრდების მთავრობას ეგ უხდის ხელფასებსო… მაგ სოროსს ივანაშვილი ერქვა სახელად!
    ის პრემიებიც ბიძინას ფული იყო 7 ნოემბერს რომ რობოკოპებს დაურიგეს დემონსტრანტების დასისხლიანებისთვის!!!
    ხოდა ბიძინა მიშას ღორობამ გამოიყვანა წყობიდან და მოიყვანა ხელისუფლებაში! როცა სააკაშვილს თავში აუვარდა ძალაუფლება და მეტის მოწველა დაუპირა
    ,, ფულის ტომარას” როგორც ზურგსუკან ეძახდა!
    ეს ვერ აიტანა დიდმა დემოკრატმა ,თორემ ხალხი მანამდეც ეკიდა ობშჩად და ახლა ხო მოშნად დაგვანახა
    რა ანაღვლებს😏
    ხოდა ფუტკარივით რომ ეშრომა , მილიარდებს
    ვერ იშოვნიდა ვერაფრით!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.