„ახლა, რა გამოდის, ხელისუფლება საკუთარ მხარდამჭერებს უქმნის საფუძველს არჩევნებში მონაწილეობის არმისაღებად?“

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:

„COVID-19
ერთ მარტივ ლოგიკურ აზრს შემოგთავაზებთ!
ამომრჩეველი იყოფა ორ ნაწილად: ვისაც სჯერა ხელისუფლების მიერ დაანონსებული ეპიდემიის მძიმე შედეგების. ვინც იცავს ყველა რეგულაციას. ვინც ხელისუფლებას უპირობოდ ემორჩილება ამ ნდობიდან გამომდინარე. და მეორე ნაწილი, ვისაც არ სჯერა კორანავირუსის ეპიდემიურობის, არ უჯერებს ხელისუფლებას და არ იცავს სრულყოფილად რეკომენდაციებს!
ანუ, პირველი ჯგუფის ამომრჩეველი, პოტენციურად არის ხელისუფლების მხარდამჭერი! ჰო და, თუ ამ ადამიანებს არ ექნებათ სრული გარანტია უბნებზე უსაფრთხოების და დაცულობის, შიშის და შინაგანი მოწესრიგებულობისგან გამომდინარე, ისინი არჩევნებზე არ მივლენ…. დიახ, ისინი არ შეუქმნიან საფრთხეს თავის თავს და გარშემომყოფებს!
ახლა, რა გამოდის, ხელისუფლება საკუთარ მხარდამჭერებს უქმნის საფუძველს არჩევნებში მონაწილეობის არმისაღებად?… აბა, სხვა რას ნიშნავს განცხადება, რომ უბნებზე რეგულაციები არ იქნება!?
უცნაურია!!!… ძალიან უცნაური………………….“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.