„ახლა მაინც თუ ხვდებით, რომ კოვიდის შიშით, ბოლო 3 თვეა სურდოც არ დაგმართნიათ? ჩართეთ ტვინი!!! გაიძლიერეთ ფსიქიკა და იმუნიტეტი!!!“

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დასრულებას სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:

„პირველი თავისუფალი დილა, ნუ ვისთვის როგორ, მე როგორც კორონ-ურწმუნო ისედაც არაფერში ვიზღუდავდი თავს, არც ჩემი უახლოესი მეგობრები და ოჯახი!!
ამიტომაც არ ვართ დასტრესილები,
არასოდეს გავიკეთებთ ჯანმრთელობისთვის მომაკვდინებელ პირბადეს, მაგრამ ეს არაა მთავარი!
რა დაგვანახა ჯანმოს ახირებულმა ე.წ. პანდემიამ, რომელიც რეალურად გენ. რეპეტიცია იყო შემოდგომა-ზამთრის ზომბირებისთვის.
ჩვენ დიდ მსოფლიო თამაშში არ ვართ (ეს კარგია) იმათ იბრძოლონ, ჩვენ გადარჩენილებთან ვიმეგობროთ.
ექიმი – პოლიტიკოსია, პოლიტიკოსი – მავნებელი, ჟურნალისტი -“პადჟიგაწელი”, დაპირება – გადაგდება, სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირი, ყველაფერი პრავდება – ხალხი-ბრბოა…
ახლა რას უნდა ველოდოთ და როგორ მოვიქცეთ:
ოქტომბერში გადავინაცვლოთ სოფლად, არჩევნებს მაინც კელი მოიგებს (იქნებ არცაა ცუდი)
რეგიონებში ნაკლებათ სჯერათ ამ დიდი ავანტიურის და შესაბამისად უფრო ხალისობაა, ვიდრე შიშისგან ჩასვრილ დედაქალაქში.
ახლა ბოლნისი არ მიხსენოთ, ჯერ მზად არ ხართ სიმართლე გაიგოთ…
და კიდე, ვინც გუშინ ბოლო ზარის ბავშვების ხალისობამ დაგბოღმათ, სასწრაფოდ მიაკითხეთ ფსიქიატრს და მიუწექით ნაპოლეონს, გვერდით პალატაში…
მე კი კვლავ დაგიდებთ ინფოებს, რომელიც ჯერ დაგზაფრავთ, მერე კი დამეთანხმებით…
ისე, სექტემბერში დიდი ამბები გველის, ამაზე მოგვიანებით..
P.S. ისე, ახლა მაინც თუ ხვდებით, რომ კოვიდის შიშით, ბოლო 3 თვეა სურდოც არ დაგმართნიათ?
ჩართეთ ტვინი!!!
გაიძლიერეთ ფსიქიკა და იმუნიტეტი!!!“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ.

    ნეტაც ეს ქალი, რამ ააცუნდრუკა.

  2. ანონიმური

    ლეკებიც ამბობდნენ,არავითარი კორონავირუსი არ არსებობსო,ყველაფერი ტელევიზიების მოგონილიაო.ახლა რუსეთის ფედერალურ მთავრობას სთხოვენ,გვიშველეთ,არც საავადმყოფოები გვყოფნის,არც სამედიცინო აღჭურვილობაო.დასკვნა თქვენთვის მომინდია.

  3. ანონიმური

    TSULUKIANI,TURNAVA,TSKITISHVILI,TIKARADZE, TSIXELASHVILI DA SXVANI MTAVROBASHI DADES DA GAAGULAVES DA ESETI SAGAD MOAZROVNE KALI ROGORC MOROSHKINA MOISROLES. IK ZEVIT RAT UNDAT CHKVINI DA PRINCIPULI ADAMIANI,ZAGATOVKEBI AEREVAT. SAGOL LALI

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.