ახლა ამერიკიდან იქნება სერიოზული ფინანსური და სხვა სახის დახმარებები… თუ ივანიშვილი რუსეთის დავალებებს ასრულებდა, სანქციებს დაუწესებენ – სოსო ცინცაძე



„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, ამერიკაში, 6 იანვარს კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. ამ დღეს, დონალდ ტრამპის მომხრეებმა ხალხმრავალი აქცია გამართეს. არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და კონგრესს მოუწოდებდნენ, გაყალბეული არჩევნების შედეგები არ დაემტკიცებინა. ბოლოს, ტრამპის მომხრეები, მათ შორის შეიარაღებულები, კაპიტოლიუმის შენობაში შევარდნენ, რის შედეგადაც, 5 ადამიანი დაიღუპა, ერთი პოლიციელი და აქციის 4 მონაწილე. ბევრი ამბობს, რომ ეს „დემოკრატების“, ჯო ბაიდენის მომხრეების პროვოცირებული იყო. აგრესიულ აქტივისტთა შორის, ჯორჯ სოროსის დაფინანსებული ორგანიზაცია „ანტიფას“ და სხვა ულტრალიბერალური ორგანიზაციების წევრები იყვნენ და პირველები ისინი შეიჭრნენ კაპიტოლიუმში. რამდენად საფუძვლიანია ეს ვერსია?


– არა, არავითარი დემოკრატები და „ანტიფა“ იქ არაფერ შუაში არ იყვო. დონალდ ტრამპი, ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც სამხრეთის ერთ–ერთ ქალაქში გამოდიოდა სიტყვით, მაშინ იქ მოხდა არეულობა. ტრამპის მომხრეები, ნაოფაშისტებს რომ ეძახიან, მემარცხენეებს, დემოკრატების მომხრეებს დაუპირისპირდნენ და მოხდა დიდი არეულობა, ფიზიკური შეტაკება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპმა არ დაგმო ძალადობა და განაცხადა, ორივე მხარეს ძალიან კარგი ადამიანები დგანანო. ახლა გაუხსენეს ეს ამბავი ტრამპს, ახლადარჩეული რომ იყავი, ნეონაცისტების ძალადობა არ დაგმეო. რაც 6 იანვარს მოხდა, ეს გააკეთეს ტრამპის მომხრეებმა და სხვებზე გადაბრალება არ გამოუვათ. ერთი ამერიკელი ჟურნალისტი მოსწრებულად წერს მომხდარზე, ტრამპმა საკუთარ ფეხში ისროლა იარაღი. რაც დამართეს ტრამპისტებმა საკუთარ თავს, თავადვე დამართეს.
ტრამპი არ არის ხელწამოსაკრავი პოლიტიკოსი. ამ არჩევნებზე 74 მილიონი ხმა მიიღო და ეს ძალიან სოლიდური რაოდენობაა. კი, ჯო ბაიდენმა დაახლოებით 8 მილიონით მეტი ხმა მიიღო, მაგრამ ეს იმას ადასტურებს, რომ ამომრჩევლები გახლეჩილები არიან ორ ნაწილად. ტრაპს ამ 4 წელიწადში, ბევრი აქვს გაკეთებული საშინაო პოლიტიკაში. გადასახადები შეამცირა, ზოგი სულ გააუქმა. საშუალო ფენას იმხელა შემოსავალი გაუჩნდა, დღემდე არ ჰქონიათ, ზედმეტი ფული გაუჩნდათ. მერე, ამერიკული კომპანიები დააბრუნა უცხოეთის ქვეყნებიდან, ამერიკაში დაასაქმეს ხალხი და გადასახადებსაც ამერიკის ბიუჯეტში იხდიდნენ. კარგი რეფორმები ჰქონდა ტრამპს, მაგრამ ვერ მიიყვანა ბოლომდე, რადგან 8 წელზე, ორ საპრეზიდენტი ვადაზე ჰქონდა გათვლილი. თუმცა, ბევრი შეცდომაც დაუშვა. პოლიტკორექტულობის გამო, ამაზე ნაკლებად ლაპარაკობენ. ამერიკის მთავარი პრობლემა აფროამერიკელები არ არიან. ამერიკის მოსახლეობის 14% გახლავთ აფროამერიკელები. მთავარი პრობლემა ამერიკელებისა ლათინოსები გახლავან, რაც ტრამპმა ზუსტად განსაზღვრა. 1960 წელს ამერიკაში 4.5 მილიონი ლათინოსი ცხოვრობდა, 2020 წელს 60 მილიონზე ავიდნენ. ამერიკელმა დემოგრაფებმა კონსესუსს მიაღწიეს, რომ 2045 წელს, სულ რაღაც 25 წლის შემდეგ, თეთრკანიანი ამერიკელები უმცირესობაში იქნებიან საკუთარ ქვეყანაში და ეს მოხდება, უმთავრესად, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან მიგრანტების რაოდენობის ზრდის ხარჯზე. ამ პროცესის შეჩერება უნდოდა ტრაპმს და სულ ფაშისტი ეძახეს.
– დემოგრაფია ერთი მხარეა, რის გამოც ტრამპს ლათონო ამერიკული ქვეყნებიდან მიგრაციის შეჩერება სურდა და მექსიკა–ამერიკის საზღავრთან კედლის აშენებასაც აპირებდა. თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც არის. ამ ქვეყნებიდან მიგრანტთა დიდი წილი მექსიკელები და კოლუმბიელები არიან, რომლებიც ამერიკაში ნარკოტიკების ყველაზე მსხვილ იმპორტიორებად ითვლებიან. ასევე, მექსიკელებმა და კოლუმბიელებმა შექმნეს ამერიკაში უმსხვილესი ორგანიზებული დანაშულებრივი დაჯგუფებები. ვფიქრობ, ეს ფაქტორიც აძლევდა ტრამპს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან მიგრანტთა შემოსვლის შეზღუდვის ლეგიტიმაციას.
– კოლუმბიელებსა და მექსიკელებს დაამატე ბრაზილიელები, რომლებიც მათ არ ჩამორჩებიან ამერიკაში კრიმინალური საქმიანობით. კი, ეს ფაქტორიც ტრამპის სასარგებლოდ მეტყველებს, ყველა ხელისუფალი, პრეზიდენტი ცდილობს იმ ქვეყნებიდან ნაკლები ადამიანი შევიდეს და დარჩეს მის ქვეყანაში, რომლებიც ორგანიზებულ ბანდებს ქმნიან. თუმცა, მთავარი მაინც ის არის, რომ ამდენმა უკონტროლი მიგრაციამ, ამ კუთხით ამერიკაში არსებულმა ლიბერალურმა კანონებმა, ამერიკას ის საფრთხე შეუქმნა, რომელიც მოგახსენეთ – ასე თუ გაგრძელდა, 25 წელიწადში თერკანიანი ამერიკელები უმცირესობაში იქნებიან. ეს კი არც ერთ ქვეყანაში არ უნდა მკვიდრ მოსახლეობას, არ უნდა არც ერთი ქვეყნის ნორმალურ ხელისუფლებას. თუმცა, ტრამპის უბედურება ის იყო, რომ ამ შეზღუდვებს მიგრაციასთან დაკავშირებით, ანხორციელებდა ხისტად, მერე ამას მოაყოლებდა არადიპლომატიურ, რიყიო განცადებებს და ოპონენტებს აძლევდა საფუძველს, მისთვის ნაცისტი და ფაშისტი ეძახათ. უხეშობამ და არადიპლომატიურობამ დაღუპა ტრამპი. პოლიტიკაში ისე არ იქცევიან, როგორც ის იქცევა. მოუზომავი და ხისტი ნაბიჯები ჰქონდა, თუმცა, ბევრ რაღაცაში მართალი იყო. თუნდაც, ნატო–ს წევრ ქვეყნებს, ძირითადად ევროპულ ქვეყნებს, რომ მოსთხოვა, ადექით და როგორც შეთანხმებულები ვართ, დააფინანსეთ ნატოო, ამერიკა არ არის ვალდებული, ნატო–ს დაფინასების ნახევარზე მეტი გაიღოსო. სულ 6 ქვეყანა აფინანსებს ნატო–ს, დანარჩენების დაფინანსება სათვალავში არც არის ჩასაგდები, იმდენად მცირეა. სიმბოლურ თანხებს იხდიან. ამერიკისთვის ბევრი გააკეთა ტრამპმა, თავისი ქვეყნის პატრიოტია და ამას ვერ დაუკაგავ. თავიდან ისე წაიყვანა საქმე, მოიმხრო პროვინციული ამერიკა, უბრალო ხალხი. რომელთა უმეტესობას უმაღლესი განათლება არ აქვს, მაგრამ უყვართ ამერიკა. ამ დროს ამერიკის ინსტებლიშმენტი მის წინააღმდეგ წავიდა – მეცნიერები, ჟურნალისტები, ექიმები, ადვოკატები… ის ხალხი, რომელიც ქმნიან ამერიკას, ყველა ტრამპის წინააღმდეგ გაერთიანდა. ეს იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ არჩევნები წააგო ტრამპმა. გადამწყვეტი კი კოვიდპანდემია აღმოჩნდა. ჯერ ხალხი იმით გააღიზიანა, რომ დემონსტრაციულად არ იკეთებდა ნიღაბს. მერე ამბობდა, ეს პანდემია არაფერია, ზაფხული მოვა და თავისით გაქრებაო. იქით ენტონი ფაუჩის დაუპირისპირდა, ამერიკის პირველ ეპიდემიოლოგს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა. ამით კორონასკეპტიცისტების გული მოიგო, რომლებიც არც ისე ცოტანი არიან ამერიკაში. თუმცა, საბოლო ჯამში, რა მიიღო? ამერიკა ვირუსით დაავადებულთა და სიკვდილიანობის რიცხვით, პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ამხელა რესურსების ქვეყანაა, მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა აქვს და მაინც ეს შედეგი მიიღეს. ამას დაამატე კოვიდით გამოწვეული სოციალური პრობლემები. ადრე რაც ხალხი დაასაქმა, იმაზე მეტი უმუშევარი დარჩა. კი, ამერიკაში ტრამპმა გასცა სოლიდური სოციალური პაკეტები, ყველას დაეხმარნენ და უმუშევრად დარჩენილებს უფრო მეტად, მაგრამ ეს დახმარებები, იმ შემოსავალთან შედარებით, რაც ამ ხალხს ჰქონდა, დიდი არაფერია. მოკლედ, კორონამ ყველაზე დიდი ქვა დადო ტრამპის პოლიტიკურ საფლავზე.


– ორი კვირაც არ დარჩა ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე, ტრამპმა წააგო არჩევნები და ვერც ხმები დაიცვა, რომელიც გაუყალბეს. თუმცა კი, ყველაფერზე წავიდა ამის გამო. უკვე ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნა, ამერიკას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. მიუხედავად ამისა, დემოკრატები მოითხოვენ, ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის ტრამპის გადადგომას, მის იმპიჩმენტს. რაში სჭირდებათ ეს პოლიტიკური თამაშები „დემოკრატებს“?


– იმისთვის სჭირდებათ „დემოკრატებს“ და არ მხოლოდ მათ, რომ ტრამპი დამარხონ, სამარცხვინოდ გაუშვან პოლიტიკიდან. ისე გაუშვან, რომ უკან მობრუნების შანსი აღარ ჰქონდეს. ტრამპის 74 მილიონი მხარდამჭერი ხუმრობა საქმე არ არის. თან, შესაძლოა, მათმა რაოდენობამ მოიმატოს. ეს უკვე ბაიდენის პრეზიდენტობაზეა დამოკიდებული. კაცმა არ იცის, შესაძლოა, ისეთი პრეზიდენტი გამოდგეს, ტრამპი სანატრელი გაუხადოს ამერიკელებს. დემოკრატებისთვის პრინციპის საკითხია, ტრამპი შერცხვენილი, დისკრედიტირებული გაუშვან პოლიტიკიდან, რომ 4 წლის შემდეგ, კიდევ არ იყაროს პრეზიდენტობაზე კენჭი. თან იციან მისი შეუდრეკელი ხასიათი. აგერ, არჩევნებმა აჩვენა ეს. ბოლო მომენტამდე, ბოლო დღემდე ცდილობდა თავისი სიმართლის დამტკიცებას, თავისის გატანას. კაცი სამჯერ გაკოტრდა და დღეს ისევ მილიარდელია, ესეც მის მებრძოლ ხასიათზე მეტყელებს, თან ავანტიურისტია. მარცხს არ ეგუება, წაიქცევა, კვლავ ფეხზე დგება და აღწევს წარმატებას. ახლა ასეთი კონკურენტი უნდათ დემოკრატებს? ძლივს მოიშორეს თავიდან, მაგრამ დროებით. ახლა ცდილობენ, სამუდამოდ მოიშორონ. თან, ტრამპმა ამერიკა ისე გახლიჩა, 4 წელიწადში მისი გამთლიანება შეუძლებელია, ეს თავის დროზე ლინკოლნმაც ვერ შეძლო. 100 წელი დასჭირდათ ამისთვის. ეს დიდი მინუსია ტრამპისთვის. ვნახოთ, მიაღწევენ თუ არა ამას დემოკრატები. მერე, მეორე მომენტიც არის აქ. ტრამპი კონსერვატორია და მისი მომხრეები კონსერვატორები არიან. ტრამპი კონსერვატიზმთან ასოცირდება. უკვე არსებობს ასეთი ცნება ამერიკაში – „ტრამპიზმი“. ჯერ ვერ ვიტყვი, „ტრამპიზმი“ იქცევა თუ არა მსხვილ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოძრაობად, ან ორივე ერთად, მაგრამ ამის საფუძველი არსებობს. ათეულობით მილიონი ამერიკელი ამბობს, რომ ტრამპისნაირი პატრიოტი პრეზიდენტი ამერიკას თოთო–ოროლა ჰყოლია. მოდი და ამ ხალხს ნუ გაუწევ ანგარიშს. ეს დიდი საფრთხეა ლიბერალი „დემოკრატებისთვის“, რომლებიც კონსერვატიზმის ყველა გამოვლინებას ებრძვიან. ისინი ახლა მარტო ტრამპის კი არა, მისი იდეების, მისი და კონსერვატიული მსოფმხედველობის დისკრედიტაცის ახდენენ. შესაძლოა, ტრამპმა არ იყარის კენჭი პრეზიდენტობაზე 2024 წელს, მაგრამ სხვა იყრის, ტრამპი–2 და მასზე უკათესი, ზომიერი პოლიტიკოსი, არა ხისტი მიდგომებით. თუმცა, ვფიქრობ, რომ ტრამპის დისკრედიტაცია შეიძლება გამოუვიდეთ დემოკრატებს, მაგრამ კონსერვატიული იდეებისას, ვერ მოახერხებენ.


– ჯო ბაიდენი რას შეცვლის ამერიკაში? ეგეც რეფორმების გატარებით იმუქრება და რა გამოუვა და რა – არა?


– შიდა პოლიტიკაში ბაიდენი ბევრს ვერაფერს შეცვლის. სენატში 50 წარმომადგენელი „რესპუბლიკელებს“ ჰყავთ, 50– „დემოკრატებს“. შუაზე გაიყო სენატი. „დემოკრატების“ერთადერთი და მცირე უპირატესობა ის არის, რომ კონსტიტუციით სენატის თავმჯდომარე ვიცე–პრეზიდენტია და ცხადია, ვიცე–პრეზიდენტი „დემოკრატი“ ამალა ჰარისია. საბოლოოდ, 51 ხმა აქვთ „დემოკრატებს“, ჰარისის ეს ერთი ხმა, დიდი ვერაფერი უპირატესობაა „დემოკრატებისთვის“. ბაიდენი ვერ განახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს, საბიუჯეტო, საგანმანათლებო, ჯანდაცვის კუთხით. მის რეფორმებთან დაკავშირებით, თავად „დემოკრატებშიც“ არაერთგვაროვანი პოზიციაა. თან, ამგვარ რეფორმებს სენატორთა 60 ხმა სჭირდება. მაგალითად, ბაიდენს სურს, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის გატარება, რაც ვერ მოახერხა ბარაკ ობამამ. ვერ გააკეთებს ამას და ბევრ სხვას. ასევე, ბაიდენი თავისი ასაკიდან გამომდინარე, ერთვადიანი პრეზიდენტია და 4 წელიწადში დიდი რეფორმების ბოლომდე მიყვანა წარმოუდგენელია. აქ ერთსაც ვიტყვი. ბაიდენს ეკონომიკა დანგრეული დახვდა, შიდა დაპირისპირებაა ქვეყანაში, რასიზმის პრობლემაა და ამ ყველაფრის დალაგებას ოთხ წელიწადში ვერ მოასწრებს. ეს ისევ ტრამპის წისქვილზე ასხამს წყალს. 4 წლის მერე, დაბრუნების შანსი ექნება. ამიტომ უნდათ, რომ ტრამპი გააშავონ და ისე გაუშვან, რომ პოლიტიკაში აღარ დაბრუნდეს. ასევე, ტრამპს ელოდება 20 სასამართლო პროცესი, რომლებიც დროში გაიჭიმა. ეს პროცესებიც ტრამპისთვის წამგებიანი იქნება და არსებობს თეორიული შანსი, რომ დაიჭირონ კიდეც. ჰოდა, რომ დაიჭირონ, ამისთვის ტრამპს იმუნიტეტი არ უნდა ჰქონდეს. თუ გადააყენეს ან იმპიჩმენტი მოუწყეს, მაშინ აღარც იმუნიტეტი ექნება, როგორც ექს–პრეზიდენტს. გადამდგარ და გადაყენებულ პრეზიდენტებს არ უნარჩუნდებათ იმუნიტეტი. ესეც ერთი მიზეზი, რის გამოც მის გადადგომას და იმპიჩმენტს ითხოვენ „დემოკრატები“. ახლა ტრამპი კონსულტაციას გადის თავის იურისტებთან, აქვს თუ არა უფლება, შეიწყალოს საკუთარი თავი, რაც იმ სისხლის სამართლის საქმეების ავტომატურად შეჩერებას გამოიწვევს, რომლებიც მის წინააღმდეგ აღძრულია.


– ძალიან კომიკურ ვითარებაში ყოფილა ტრამპი.


– კი, მსგავსს ამერიკის ისტორიიდან ვერ ვიხსენებ. ამერიკის კონსტიტუციაში წერია, რომ ამერიკის პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, შეიწყალოს ნებისმიერი დანაშულის ჩამდენი, ამერიკის ნებისმიერი მოქალაქე. ტრამპი ამბობს, მე ხომ ვარ ამერიკის მოქალაქე? ხომ ვარ პრეზიდენტი? ჰოდა, შევიწყალებ ამერიკის მოქალაქე დონალდ ტრამპსო. იურისტების აზრი ორად გაიყო. ზოგი ამბობს, კი, შეუძლია შეიწყალოს საკუთარი თავიო, ზოგი ამბობს,ამის უფლება არ აქვს, რადგან ეგრე ნიქსონიც შეიწყალებდა საკუთარ თავს და იმპიჩმენტით არ გადადგებოდაო. მერე ჰენრი ფორდმა, ნიქსონის ვიცე–პრეზიდენტმა შეიწყალა ნიქსონი. ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები ამ მხრივ.


– იმასაც ამბობენ უცხოური მედიასაშუალებები, რომ ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, 6 იანვრის მოვლენების გამო, ტრამპის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით. შესაძლოა, ამ ბრალდებით დაიჭირონ?


– თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად, ძალიან ძნელად განსახორციელებელია. ჯერჯერობით, ამერიკის უზენაესი სასამართლო ტრამპის მომხრე მოსამართლეებით არის დაკომპლექტებული, უმეტესობას ვგულისხმობ და არა – ყველას. წესია ასეთი. უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე თუ გარდაიცვლება ან ქმედუუნარო გახდება, რომელი პრეზიდენტის მმართველობის დროსაც ეს მოხდება, ის პრეზიდენტი ნიშნავს მათ შემცვლელებს. ტრამპის პრეზიდენტობისას, 3 უზენაესი მოსამართლე დაიღუპა, შესაბამისად, 3 ახალი მოსამართლე დანიშნა ტრამპმა. ცხადია, სამივე მის მიმართ კეთილგანწყობილია. თუმცა, ამ მოსამართლეებმა, სხვებთან ერთად (უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ), ტრამპის მომხრეების საჩივრები, არჩევნების გაყალბების თაობაზე, არ დააკმაყოფილეს და ბევრი საერთოდ არც განიხილეს. კანონი უფრო მაღლა დააყენეს, ვიდრე პრეზიდენტი, რომელმაც ისინი დანიშნა უზენაეს სასამართლოში. თუმცა, ვფიქრობ, პრეზიდენტს საციხედ არ გაიმეტებენ. ეს იქნება ამერიკის დემოკრატიაზე, პრეზიდენტის ინსტიტუტზე დარტყმა. „დემოკრატებს“ მის ციხეში გაშვებას, ამის შანსიც რომ ჰქონდეთ, ურჩევნიათ, სხვაგვარად გაანადგურონ ტრამპი. მერე, 74 მილიონი მომხრე რომ ჰყავს პრეზიდენტს და მათი ნახევარი გიჟი და შეიარაღებულია, მიდი ერთი და გაასამართლე, ჩასვი ციხეში. შესაძლოა, ისეთი არეულობა დაიწყოს ამერიკაში, ვეღარ დაალაგონ. 6 იანვრის აქციისთვის ვაშინგტონის არც ერთ სასტუმროში ადგილი არ იყო, სკვერებში გაშლეს კარვები და იქ ეძინათ „ტრამპისტებს“, იმდენი ჩამოვიდნენ. თუმცა, ეს ამბავი ისე არ ჩაივლის. სენატი აპირებს 6 იანვრის მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნას და ვფიქრობ, ტრაპის არაერთი მომხრე დაისჯება კაპოტოლიუმში შეჭრისა და იქ დატრიალებული ამბების გამო.


– ჩვენთვის რა შეიცვლება ბაიდენის პრეზიდენტობით?


– ბევრი რამ და სასიკეთოდ შეიცვლება. ტრამპს ფეხებზე ეკიდა საქართველო, 2 წელი ელჩი არ დანიშნა, ხომ გახსოვთ? ვფიქრობ, ამერიკიდან იქნება სერიოზული ფინანსური და სხვა სახის დახმარებები. ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო აქტიური გავლენის მოხდენას შეეცდება ჩვენს ხელისუფლებაზე. ცხადია, ღიად არა, ამას ფარულად განახორციელებენ. იმასაც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი პრორუსია, კავშირები აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან და მათ დაკვეთებს ასრულებს. ეს თუ ასეა, ამერიკის სპეცსამსხურებს ჩვენზე მეტი ეცოდინებათ. თუ რუსეთის დავალებებს ასრულებს ივანიშვილი, ამერიკის წინააღმდეგ მოქმედებს, მაშინ სანქციებს დაუწესებენ, ამერიკულ ბანკებში ანგარიშებს გაუყინავენ მას და მისი გარემოცვის წევრებს და ამით, მისი ხელისუფლება დასასრულისკენ წავა.


– არსებობს მოსაზრება, რომ ბაიდენი თალაკვაძე–კობახიძის ლიბერალურ ფრთას გააძლიერებს, რომლებიც გამოეყოფიან „ქართულ ოცნებას“, მათ დააფინანსებენ და მოიყვანენ ხელისუფლებაში.


– არა, მაგას არ ველოდები. ამერიკა ეცდება, უფრო მორჩილი გახადოს ივანიშვილი. ამერიკის ზეწოლას კი ემორჩილება ივანიშვილი. ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა აიძულა შერეული არჩევნები ჩაეტარებინა, პოლიტპატიმრები ამერიკელი პოლიტიკოსების ზეწოლით გაათავისუფლეს. კი, ბევრი რამ არ შეასრულა ივანიშვილმა, რასაც ამერიკის ხელისუფლებას დაპირდა, მაგრამ ეტაპობრივად, მათაც შეასრულებინებენ.
საგარეო პოლიტიკაშიც იქნება მნიშვნელოვანი ძვრები. ბაიდენი გააგრძელებს სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებას, რომელსაც ობამამ და მედვედევმა მოაწერეს ხელი და ტრამპი არ აპირებდა გაგრძელებას. რაც ნაკლები საფრთხე იქნება დედამიწაზე ბირთვული და სხვა შეიარაღების მხრივ, მით უკეთესი. ბაიდენი „პარიზის შეთანხმებაშიც“ დააბრუნებს ამერიკას, რაც მსოფლიო ეკოლოგიისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ამერიკას დააბრუნებს მსოფლიო ჯანდაცვის და სავაჭრო ორგანიზაციებში. ირანთან აღადგენს ორმხრივ ხელშეკრულებას. ძალიან ბევრი საგარეო პრობლემა დაუტოვა ტრამპმა ბაიდენს და ესენი უნდა მოაგვაროს. ტრამპს სხვაგვარი საგარეო პოლიტიკა ჰქონდა. ამერიკა, პრაქტიკულად მოკავშირის გარეშე დატოვა. ჩინეთი და ევროპა გადაიკიდა, ნატო–ზე ხან ამბობდა,სულ არ მინდა ნატოო, მერე ისევ აფინანსებდა და პოლონეთში დამატებითი ჯარები შეიყვანა. ავღანეთიდან, სომალიდან, ეთიოპიიდან ჯარები გაჰყავს… ამერიკელებს ეს მოსწონთ, რადგან არავის უნდა მათი შვილი სომალისა და ეთიოპიაში იღუპებოდეს. თუმცა, მეორეს მხრივ, ამერიკამ ძველებური გავლენა დაკარგა მსოფლიოს მთელ რიგ რეგიონებში. იგივე ითქმის სამხრეთ კავკასიაში, აქ რუსეთი და თურქეთი მოძლიერდნენ. ვნახოთ. ველოდები რომ ბაიდენი ძველებურ, ხისტ საგარეო პოლიტიკას გაატარებს, შეეცდება დაკარგული გავლენის და მოკავშირეების დაბრუნებას, ამერიკის მსოფლიოს ლიდერის სტატუსის დაბრუნებას.

ლევან ჯავახიშვილი, ალია

  •  
  •  

24 Comments

  1. წა(დ)ით ახლა და იყაყანეთ!

    С. Кургинян о США, Байдене и войне. “Большое интервью”(ბაიდენის ამერიკასა და პუტინის რუსეთს შორის, მომავალი; ურთიერთობის, სიტუაციის, უმორისტულ-სერიოზული, მაგრამ ძლიერი ანალიზი… )
    https://www.youtube.com/watch?v=TdB3fhEKwyY&t=338s

    1. წა(დ)ით ახლა და იყაყანეთ!

      }…. ამ დროს;ბაიდენი და პუტინიც ორივენი ბედკრული კუკლავოდების ლეკვები არიან… არ კიდიათ: საქართველოო, რუსეთი, ამერიკა, მანჯურია…მათთვის მთავრია მსოფლიოში იყოს ხაოსი და რომ იტყვიან მეტი “აურზაური სალხინოში”… მიზანი;დასუსტებული სახელმწიფოებიდან შექმნან ერთიანი მსოფლიო მმართველობა}….ასე იცის: არჩევნებობიას, პოლიტიკოსობიას, მასმედიობიას,განათლებობიას, სამართალდამცავობიას, მღვდელობიას, მედიკოსობია(ახლა პანდემიობია დაემატა და “ვაქცინაციის”(არ უნდა დავუშვათ) 5-10 წლის შემდეგ, კატასტროფულ შედეგებს მოუტანს დემოგრაფიულად ისედაც განადგურებულ საქართველოს !!!)…და ა.შ. 30 წლიანმა ბავშვურმა თამაშებმა. ახლა არა მარტო თვითგანადგურების რეჟიმში ვართ (ვჭამთ ერთმანეთს), არამედ ჩვენ გარკვეულმა წრეებმა მინიმუმ 10 წელია გამოგვიტანეს განაჩენი და ეს რუსეთი არაა(ვითომ რუსეთია და ის ფარია)!!!… ამას დაემატება დემოკრატების მოსვლა დაიწყება ხელახლა მითები… 30 წლიანი გარე ძალების პროვიცირებული და ჩვენი “ტვინიკოსების” ხელშეწყობილი(ნებით თუ უნებლიეთ) კონფრონტაციის გაგრძელება რუსეთთან…ამასობაში საქართველო ყველანაირად დაჩიავდა, დაკნინდა, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ბოლო 10-ში ვართ მსოფლიოს მასშტაბით…როდის შევალთ ქართველები “ნატოში”, “ევროკავშირში”??, როცა საქართველოში ქართველი არ დარჩება?…კარგი, ქართველი ხალხი ხელისუფალს არ აინტერესებდა 30 წელია არასდროს და ფული არ ჯობიაა, თუმც გაწყვეტილა მთელი ქვეყანაა; მაგრამ მათი შვილები და მომავალი ქართველები დარჩებიან თუ არა, ალბათ ისიც არ აინტერესებთ?….მაშ გაუმარჯოს კ. შვაბის, რომის პაპის, როკფელერების…”ინკლუზიურ კაპიტალიზმს”(ციფრული სოციალისტური კონცლაგერი)მთელს მსოფლიოში, ქართველების გარეშე?… მოუსმინეთ კიდევ ერთხელ ამ ლეგენდა კაცის 11 წუთიან ვიდეოს კარგად და ბევრს თვალები აგეხილებად (მდიდრები და ღარიბები!!!…) https://www.youtube.com/watch?v=yd2DOK6tXg4
      საქართველოში თუ არ მოვიდა ჭეშმარიტი მარტო ხელფასზე დამოკიდებული, ეროვნებით და სულით ქართველი ხელისუფალი… თუ არა მაშინ, ჩვენი ცივილიზაციის დასასრული რომ იტყვიან ჩვენს თვალწინ, ჩვენთან ერთად მოხდება!!!… ხომ უსმინეთ, რას ამბობს ბატონი იგორი: ის ერები რომლებიც ვერ ჩაერთვებიან ახალ მსოფლიო მოწყობაში და ვერ დაანახებენ უმაღლეს აზროვნებას(ღმერთს) რომ ისინი საჭიროები არიან;
      მაშინ მათ თვითონ ღმერთი გაანადგურებსო….ფიქრის დრო აღარაა ქართველო !!!!!!!!!!!!!!

  2. Dominick

    This paragraph offers clear idea in support of the new
    viewers of blogging, that really how to do blogging and
    site-building.

  3. homepage

    Woah! I’m really enjoying the template/theme of this website.
    It’s simple, yet effective. A lot of times it’s very hard to get
    that “perfect balance” between superb usability and visual appearance.
    I must say you’ve done a fantastc jobb with this. Additionally, the blog loads super fast
    for me on Internet explorer. Superb Blog!
    Build muscle homepage muscles and steroids

  4. www.1ufabet.com

    I visited many websites except the audio quality for audio songs current at this website is actually wonderful.

  5. personalized baby Gifts

    hello!,I love your writing so much! share we keep up a correspondence extra about your article on AOL?
    I need a specialist in this area to solve my problem.
    May be that’s you! Having a look forward to see you.

    Take a look at my web site :: personalized baby Gifts

  6. Debora

    Hey very interesting blog!

  7. earn Bitcoin

    bookmarked!!, I really like your site!

  8. homepage

    Every weekend i uaed to pay a quick visit this website,
    for tthe reason thatt i want enjoyment, since this this siute conations truly nice funny information too.

    homepage

  9. discuss

    I’m not sure exactly why but this blog is loading very
    slow for me. Is anyone else having this problem or is it a issue on my end?
    I’ll check back later and see if the problem still exists.

    Also visit my homepage :: discuss

  10. https://www.homedepotfaucet.com/

    Thanks for the good writeup. It in reality used to be a entertainment account it.

    Glance complex to more delivered agreeable from you! However, how
    can we communicate?

  11. 부산마사지

    These are really fantastic ideas in about blogging.
    You have touched some pleasant things here. Any way keep up wrinting.

  12. vach ngan ve sinh

    Wow! This blog looks exactly like my old one!
    It’s on a entirely different topic but it has pretty much
    the same layout and design. Outstanding choice
    of colors!

  13. $$$Completa Encuestas Por Dinerov$$$

    Pretty nice post. I just stumbled upon your weblog and wished
    to say that I have truly enjoyed surfing around your blog posts.
    In any case I’ll be subscribing to your feed and I hope you write again soon!

  14. 부산건마

    whoah this blog is fantastic i like reading your articles.
    Stay up the great work! You know, lots of individuals are looking round for this information, you
    could help them greatly.

  15. Singapore online casino

    Simply want to say your article is as astonishing. The clearness on your post is simply spectacular and that i could think you are a professional in this subject.
    Well together with your permission let me to clutch your feed to stay up to
    date with forthcoming post. Thank you one million and please keep up the gratifying work.

  16. Roadtees

    I am sure this paragraph has touched all the internet people, its
    really really fastidious piece of writing on building
    up new webpage.

    Also visit my web blog … Roadtees

  17. top5binarybrokers.com

    If some one wants expert view on the topic of running a blog after that i recommend him/her to
    go to see this weblog, Keep up the nice work.

  18. ceyhan escort

    I really like what you guys tend to be up too.

    This kind of clever work and coverage! Keep up the excellent works guys I’ve you guys to our blogroll.

  19. Chang

    It’s a pity you don’t have a donate button! I’d without a doubt donate to this brilliant blog!
    I guess for now i’ll settle for bookmarking and adding your
    RSS feed to my Google account. I look forward to brand
    new updates and will share this site with my Facebook group.
    Chat soon!

  20. link

    Wow, incredible blog layout! How long have you been blogging for?
    you made blogging look easy. The overall look of your site is magnificent, as well as the
    content!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.