ახია ჩვენზე, მეტის ღირსი ვართ, ასეთისთვის რომ გვემეტება ადგილი სიაში – ნიკა მელია

“ენმ”-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში, წერს:

ახლა ვუსმინე ირაკლი ჩავლეიშვილს ტვ პირველზე. იდგა და დაფნის გვირგვინდადგმულივით ლაპარაკობდა უტიფრად, იდგა და შუბლის ძარღვგაწყვეტილი ლანძღავდა იმ პარტიას, რომლის მხარდამჭერთა ხმებითაც გახდა დეპუტატი.

ახია ჩვენზე, მეტის ღირსი ვართ, ასეთი გაცვეთილი მედროვეებისთვის რომ გვემეტება ადგილი სიაში და ჩვენი პატრიოტი მხარდამჭრების ხმებით რომ ვსვამთ თბილ სავარძლებში.

ასეთ სტაჟიან მედროვეებს ნაგავი ნამდვილად არ უნდა დააყარო, მიუღებელიც არის და არ შეიძლება, ისტორიის სანაგვეზე კი უნდა მოისროლო

ეს შემთხვევა გაკვეთილად უნდა იქცეს ჩვენთვის და ასეც იქნება, ასეთი გადამფრენი ჩიტებისთვის ადგილი აღარ იქნება ჩვენს სიაში.”

  •  
  •  

2 Comments

  1. სიმართლე

    გაიხადე ეს ქურთუკი და აჩუქე ღარიბს.მაგრამ არა, თქვენ მხოლოდ სხვის ჯიბეში ითვლით ფულს.

  2. ანონიმური

    Ylecho melakuda mecocxeebis mcardamcheri patrioti rogor ari?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.