ახალი მოწმე – “მზადაა ჩვენება მისცეს”- რას ჰყვება ადვოკატი?

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება, რის გამოც ადვოკატი ოთარ რამიშვილი გამოძიების ხელახლა დაწყებას ითხოვს. მისი თქმით, ბაჩალიაშვილების ოჯახის სახელით დღეს პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს, რითაც საქმის დახურვა გააპროტესტეს.

შალვა რამიშვილი მოითხოვს, რომ გამოძიება ხელახლა და იწყოს და ამას იმით ხსნის, რომ საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. მისი თქმით, საჩივარს სქრინი დაურთო თან, სადაც აღწერილია პირადი მიმოწერა თამარ ბაჩალიაშვილსა და მის მეგობარს შორის და ამ მიმოწერაში თამარი არსებულ საფრთხეზე საუბრობს როგორც მის მიმართ, ასევე მისი მეგობრის მიმართ. 

შალვა რამიშვილი სწორედ ამ მიმოწერის ავთენტურობის დადგენას ითხოვს და ამბობს, რომ ამავდროულად, ის ახალი პირი, რომელმაც ადვოკატს მიმართა, მზადაა ჩვენება მისცეს და დეტალებზე გამოძიებასთან ისაუბროს. 

  •  
  •  

2 Comments

  1. თბილისელი

    სად იყო ეს მოწმე აქამდე დამალული? რა ახალი ხრიკებია ეს რამიშვილო?

  2. ანონიმური

    რამიშვილი როგორი არაპროფესიონალი ყოფილა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.