ახალი ინვესტიცია ფარმაცევტულ წარმოებაში საქართველოში

კახაბერ ოქრიაშვილის სახელთან დაკავშირებულმა ფარმაცევტულმა კორპორაცია GM Pharma-მ დაასრულა ინვესტირების მორიგი ეტაპი, რაც გამოიხატა გერმანული  Bosch-Hüttlin-ის (www.boschpackaging.com) ინოვაციური, დახურული, ავტომატიზირებული, გრანულაციის პროცესის ტექნოლოგიური ხაზის დანერგვაში.

GM Pharma-ს საწარმოში აგრეთვე ფუნქციონირება დაიწყო დამატებითმა კორშის (www.korsch.de) ახალმა სატაბლეტე ხაზმა XL 400.

კომპანიები, Bosch-Hüttlin და Korsch, წარმოადგენენ გერმანულ, მსოფლიოში აღიარებულ და ყველაზე მოთხოვნად ინდუსტრიულ კომპანიებს, რომლებიც გამოირჩევიან ფარმაცევტული მრეწველებისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნით.

ახალი ტექნოლოგიები, კერძოდ, Korsch XL 400 სატაბლეტე ხაზი, GM Pharma-ს  საშუალებას მისცემს  აწარმოოს ინოვაციური, 2- და 3-შრიანი ტაბლეტები (რომლებშიც შესაბამისად 2 ან 3 აქტიური ინგრედიენტია მოთავსებული), ასევე „ტაბლეტი ტაბლეტში“ (აღნიშნული ტექნოლოგია ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული აქტიური სუბსტანციების ერთ ტაბლეტში მოთავსების კიდევ უფრო მეტ საშუალებას იძლევა) და აგრეთვე ე.წ. „ჭკვიანი ტაბლეტები“ (რომლებიც ზუსტად იმ დროს ახდენენ წამლის გამოთავისუფლებას ორგანიზმში, როცა პაციენტს სჭირდება, მისი ჰორმონული ფონის დღე-ღამური მერყეობის მიხედვით).

აღნიშნული ხაზი ამავე დროს გამოირჩევა მაღალი წარმადობით (340.000 ტაბლეტი საათში), რაც კორპორაციას მისცემს საშუალებას, რომ დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნები, განსაკუთრებით საექსპორტო ბაზრების მხრიდან.

Bosch-Hüttlin-ის ახალი გრანულაციის სისტემის მთავარი დანიშნულებაა ადამიანური რესურსის მინიმალური ჩარევით მიიღოს ევროკავშირის GMP სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ნებისმიერი სახის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით გამოიყენება ეგრეთ წოდებული “სრულიად ავტომატიზირებული და დახურული სისტემის” პრინციპი. აღნიშნული სველი გრანულაციის ავტომატური ტექნოლოგიური ხაზი იძლევა მაქსიმალურად ჰომოგენურ გრანულებს და კაფსულაში მოსათავსებელი გრანულებისა და პელეტების გარსით დაფარვის აბსოლუტურ სტანდარტიზაციას.

Bosch-Hüttlin-ისა და Korsch-ის  ტექნოლოგიური ხაზები სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის სათანადო წარმოების პრაქტიკისა და ამერიკული FDA-ს მოთხოვნებს.

ინვესტიციის მიმდინარე ეტაპზე განხორციელდა 5 მლნ ევროს დამატებითი ინვესტიცია თბილისის საწარმოში, რაც კორპორაციას მისცემს საშუალებას გაზარდოს წარმოების მოცულობა და მიაღწიოს წარმადობის ახალ დონეს – 500 მლნ ტაბლეტი და კაფსულა წელიწადში.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რომ სახელმწიფოში კარგად იყოს განვითარებული ეკონომიკის რეალური სექტორი და შეძლოს საჭირო რაოდენობის პროდუქციის წარმოება სხვადასხვა მიმართულებით და ეს ეხება ფარმაცევტულ მრეწველობასაც. შესაბამისად, ამ პრინციპის გათვალისწინებითაც მოხდა 5 მლნ ევროს დამატებითი ინვესტიცია GM Pharma-ს ფარმაცევტულ საწარმოში.

GM PHARMA წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP – სერტიფიცირებულ საწარმოებში.

(R)

  •  
  •  

5 Comments

  1. Buy gun optics online

    8675 108984I adore your wp style, wherever did you download it through? 931427

  2. Earn Fast Cash Now

    907881 807835What cell phone browser is this site page optimized for Internet explorer? 937299

  3. Digital transformation

    316985 355025Exceptional weblog here! Also your internet website loads up quickly! What host are you employing? Can I get your affiliate link to your host? I wish my site loaded up as quickly as yours lol 136715

  4. 메이저놀이터

    70381 274268Identified this on MSN and Im happy I did. Properly written article. 337342

  5. DevSecOps

    823388 871222Greetings! Quick question thats completely off topic. Do you know how to make your site mobile friendly? My weblog looks weird when viewing from my iphone. Im trying to discover a template or plugin that may well be able to fix this difficulty. Should you have any recommendations, please share. Appreciate it! 930823

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.