აჭარაში კორონავირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით 5 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხუთივე გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მათგან სამი პაციენტი ქალი, ხოლო ორი კაცია. გარდაცვლილი პაციენტების ასაკი 62-დან 70 წლამდეა.

პაციენტებს თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, გულის იშემიური დაავადება და ესენციური ჰიპერტენზია ჰქონდათ..

ინფორმაციისთვის, აჭარაში კორონავირუსის 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 258 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 19 810 და გარდაცვლილია 285 ადამიანი.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.