აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ მიმართული აქციები გრძელდება

აშშ-ში რასიზმისა და პოლიციის ძალადობრივი ქმედებების წინააღმდეგ მიმართული აქციები  უკვე მე-12 დღეა გრძელდება.

ვაშინგტონში პროტესტის გამოსახატად ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გავიდა. BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ თეთრ სახლამდე მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტა.

აღნსანიშნავია, რომ ვაშინგტონის მერი, მურიელ ბოუზერი ქალაქში მიმდინარე ანტირასისტულ საპროტესტო აქციას შეურთდა.

აქციები პარალელურად იმართება ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში და სხვა დიდ ქალაქებში.

CNN-ის ცნობით, ნიუ-იორკში მშვიდობიანი აქციის მსვლელობისას პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ეს აქციები მართულია გახრწნილი დემოკრატების მიერ,კლინტონები ობამა, ბაიდენი, სანდერსი ,მაგ ნაძირლებმა მოაწყეს ფერადი რევოლუციები თელს მსოფლიოში საქართველო უკრაინა არაბეთის ქვეყნები ,სადაც ათიათასობით ადამიანი დაიხოცა.მაგ ნაძირლებისთვის ადამიანი არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს. ეს აქციები ააგორეს ამ თვალთმაქცებმა ვითომ და შავკანიანი ახალგაზრდის უფელებების დაცვისთვის, ანარადა სულ ფეხებზე კიდიათ.მთავარია ტრამპი მოიშორონ რომელიც ხელს უშლის მათ გახრწნილ ცხოვრებას.არსებოს ვიდეო სადაც დემოკრატების გადახრნეული კანდიდატ სანდერსის თანაშემწე ფულს ურიგებს მომიტინგეებს არეულობის მოწყობისთვის. ესე არ იყო სააკაშვილის დროს?

    1. ანონიმური

      სრულიად გეთანხმებით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.