აშშ-ში დღიურად COVID19-ით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე კიბოთი ან გულის დაავადებით – სტატისტიკა

აშშ-ში კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა დაავადებით. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ აშშ-ში დღიურად კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე კიბოთი ან გულის დაავადებით.

კერძოდ, 7 აპრილის მდგომარეობით, აშშ-ში კორონავირუსით 1 970 ადამიანი გარდაიცვალა, გულის დაავადებით 1 774, ხოლო კიბოთი 1 641.

აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსი სიკვდილიანობის გამომწვევი მესამე დაავადება იყო.

აშშ-ში კორონავირუსს 15 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ მოყვანილი მონაცემები.

კორონავირუსის ეპიდემიის არსებობის განმავლობაში აშშ-ში 15 774 ადამიანი გარდაიცვალა. ამავდროულად, 430 000 ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა.

1 ტვ

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.