“აშშ-ში არჩევნები გაყალბდება, თუ ახლა ჩავატარებთ და არ გადავდებთ” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს:

„გადავდოთ არჩევნები, ვიდრე ხალხს უსაფრთხოდ და წესების დაცვით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნებათ.

ფოსტის საშუალებით ხმის მიცემით, 2020 წელს ისტორიაში ყველაზე არაზუსტი და გაყალბებული არჩევნები გვექნება, რაც დიდ უხერხულობას გამოიწვევს შეერთებულ შტატებში”

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა 3 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.