აშშ-მა წყნარ ოკეანეში ლაზერული იარაღი გამოსცადა (ვიდეო)

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების სამხედრო გემმა წარმატებით გამოსცადა მაღალენერგიული ლაზერული იარაღი, რომელსაც ჰაერში უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

სამხედრო საზღვაო ძალების წყნარი ოკეანის ფლოტის მიერ გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალაზე ცანს, რომ გემი USS Portland-ი იყენებს ლაზერს, რათა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდოს.

ცდების ჩატარების ზუსტი ადგილი უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ იარაღის გამოცდა 16 მაისს, წყნარ ოკეანეში მოხდა. იარაღის სიმძლავრე არ სახელდება, თუმცა სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის 2018 წლის ანგარიშში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ლაზერული იარაღის სიმძლავრე 150 კილოვატი იქნება.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.