აშშ-მა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის უფრო მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყანაში.

აშშ-მა კორონავირუსით ჩინეთსა და იტალიას გადაუსწრო და ამჟამად 85,500-ზე მეტი დაინფიცირებული დაფიქსირდა, ამათგან 1100- ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

კითხვაზე, რატომ გამოვლინდა აშშ-ში კოვიდ-19-ის უფრო მეტი შემთხვევა, ვიდრე ჩინეთში, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლს პეკინის მიერ გამოქვეყნებული ციფრების არ სჯერა. „თქვენ არ იცით, რა რიცხვია ჩინეთში“, – აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ ასეთი რაოდენობის დადასტურებული შემთხვევის გამოვლენა ეს ჯანდაცვის სისტემის დამსახურებაა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.