აშშ-ის ყველაზე გულუხვი მილიარდერები – “$42.8 მილიარდი გაიღო” – Forbes

Forbes-მა აშშ-ის ყველაზე გულუხვი მილიარდერების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში ქველმოქმედებაზე დახარჯული თანხაზე დაყრდნობით შეადგინა.

გამოცემის ინფორმაციით, სიის სათავეში ინვესტორი უორენ ბაფეტი აღმოჩნდა, რომელმაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედებისთვის $42.8 მილიარდი გაიღო. თანხის უდიდესი ნაწილი ჯანდაცვის განვითარებასა და სიღარიბესთან ბრძოლას ხმარდება. 2010 წელს ბიზნესმენმა თავისი ქონება 5 საქველმოქმედო ფონდს გადასცა.

რეიტინგის მეორე ადგილზე Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი და მისი მეუღლე მელინდა არიან. მათ წყვილმა, რომელის ქონებაც $120,7 მილიარდად ფასდება, ქველმოქმედებაზე $29,8 მილიარდი დახარჯეს.

მესამე ადგილზე კი ფინანსისტი ჯორჯ სოროსია, რომელმაც Forbes-ის მონაცემებით წლების განმავლობაში ქველმოქმედებისთვის $16,8 გაიღო.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    ჩვენი ბიძინა რატომ დაგვიჩაგრეს😥

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.