აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი – კალაძე ბათუმში ენმ-ს აქციაზე

“აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი”, — ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე ბათუმში ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩატარებულ აქციას. როგორც კალაძე ფეისბუქზე წერს, პანდემიის პირობებში პოლიტიკური პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს.

“როგორ იქნება რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება პასუხისმგებელი მთელ ქვეყანაზე, როცა ერთი მიტინგის დროსაც კი ეს “ფეხებზე ჰკიდიათ”? პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი დაგეგმილია, მიზანი გააზრებული, შედეგები გათვლილი… დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა და როგორც ჩატარდა შეხვედრა. აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი”, — აცხადებს მერი.

16 ოქტომბერს კოვიდპანდემიის ფონზე ბათუმში ნაციონალურმა მოძრაობამ მრავალრიცხოვანი აქცია გამართა. აქციაზე არ იყო დაცული სოციალური დისტანცია და მოქალაქეებს პირბადეები არ ეკეთათ.

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    გაგივიდა ექსპლოატაციის ვადა, მაფიოზ!

    1. ანონიმური

      😀😀😀😀😀😀

  2. ანონიმური

    ვირუსი ბიძინაა უკვე და კადაფის დღეში არ ჩავარდეს მშიშობ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.