სპორტული მიმართულების სოციალური მედიის მენეჯერი, რამაზ ხატიაშვილი, წერს:
“გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიას აქვს ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც მას (ამ ტრაგედიას) განსაკუთრებულს ხდის.
ეს არის გიორგის ხასიათი, ანუ ის, რაზეც ყველა საუბრობს: ის იყო უკონფლიქტო, ზრდილობიანი, თავაზიანი, მხიარული ადამიანი, რომელიც ჯერ პირველ ჩხუბს გაერიდა, მერე იმ აგარაკიდან საერთოდ წავიდა, მერე მაინც დაეწიენ მანქანით და გაიქცა, მერე გაეკიდნენ და ეს ყველაფერი დასრულდა უბედურებით (კონკრეტულად როგორ, ამას გამოძიება დაადგენს, მინდა მჯეროდეს).
ანუ, წარმოიდგინეთ, რომ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, შენს შვილს როგორ გაზრდი, როგორ სკოლაში ატარებ, როგორ იზრუნებ იმაზე, რომ ზრდილობიანი, მშვიდობისმოყვარე, თავაზიანი, უკონფლიქტო იყოს და ასეთივე წრეში იზრდებოდეს. ბოლოს მაინც შეიძლება გადაეყაროს ვიღაც უსულგულო პირუტყვებს, რომელთა წყალობით (ან პირდაპირი მონაწილეობით) მის გვამს არაგვში აღმოაჩენენ.
სწორედ ამ მახასიათებლიდან გამომდინარე, გამოძიების სწორად წარმართვა, სიმართლის დადგენა და დამნაშავეების სათანადოდ დასჯა ვერ იქნება მხოლოდ შაქარაშვილების ოჯახის ინტერესში. ის ყველა ჩვენგანის ინტერესშია, ვისაც ოჯახებში შვილები ან უბრალოდ ნათესავები გვყავს მაგ ასაკის.
სწორედ ამიტომ არის არასწორი იმაზე საუბარი, რომ ტელევიზიებმა შეკითხვები არ უნდა დასვან და რომ მხოლოდ ჭირისუფლების გადასაწყვეტია, გამოძიება როგორ წარიმართება.
მესმის, რომ შეიძლება არ მოგწონდეს „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და ა.შ., მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ „იმედიც“ ბევრს არ უყვარდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, რომ გირგვლიანის ტრაგედიის შესახებ ჩაეტარებინათ ჟურნალისტური გამოძიება და საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვათ.
და საერთოდ, ჩემი აზრით, ტელევიზიებზე ისრების გადატანა არასწორია და სულ სხვა თემაზე უნდა ვსაუბრობდეთ. კერძოდ, რატომ გახშირდა საქართველოში კუნთმაგარი სპორტსმენების მონაწილეობა მსგავს გარჩევებში.
2013 წლის 17 მაისის ამბები გავატარეთ, იმიტომ რომ „საპატრიარქოს ეწყინებოდა და ღმერთი დაგვსჯიდა“ და საერთოდ „პიდარას@ების დედაც მოვ****“.
კორცხელის ინციდენტი გავატარეთ, იმიტომ რომ „ნაცები ღირსები არიან“.
გიგი უგულავა მოჭიდავეს აცემინეს და მერე თვითონ უგულავა დაიჭირეს. ესეც გავატარეთ, იმიტომ რომ „უგულავა ნაცია და ღირსია“.
ჰოდა, მოვედით. „პრიეხალი“, როგორც ოკუპანტები იტყვიან: დაიღუპა ჩვეულებრივი, რიგითი 19 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ქვეყანაზე საერთოდ არაფერი აინტერესებდა ფეხბურთის თამაშის და პირადი და ოჯახის ბედნიერების გარდა.
რაღაცა უნდა შევცვალოთ ამ ქვეყანაში. ასე არ შეიძლება.”
გაიხარეთ, აბსოლიტური სიმართლეა…უკომენტაროდ…მარტო ერთს დავამატებ! “მოვა დრო როცა მასიურად ,ადამიანები გადავლენ ჭკუიდან.ხოლო ვინც დარჩება საღ აზრზე, იმას დაუძახებენ გიჟს, იმიტომ რომ ის არაა ისეთი, როგორც ყველა”. წმინდანი– ანტონ დიდი–1700 წლის უკან………….
Xttd Xx where assessed
მართალი ბრძანდებით,ყველას საქმეა.ისიც ყველას საქმეა,რიცა ხედავ ჩხუბია,აყალ-მაყალი ,დანების ტრიალი და ამ დროს ვიღაც ქაჯი ამბობს,რომ პოლიციის გამოძახება ბოზობაა.ჩვენ ფეოდალურ წყობაში ვართ ჩარჩენილები.ოღონდ,იქ ბატონ-ყმობა იყო,ეხლა აქ პატრონ-ყმობაა.წერტილი●
სტალინი. საქართველოში ისეთი დაუნდობელი თაობაა, რომ ისლამურ სახელმწიფოს და ჰიტლერს შეშურდება!
სრული სიმართლეა, ერთი სტალინი არ გვეყოფა, ისეთი სასტიკები, უზრდელები და გულგრილები არიან. საკუთარ დედას გამოუსვამენ დანას.
ხოდა კანონია აუცილებლად მისაღები თორემ დაგვეღუპა ახალგაზრდობა იციან რომ ვერ შეეხებიან და თავს გაუვიდათ
730509 230975Typically I try and get my mix of Vitamin E from pills. While Id actually like to by means of a wonderful meal strategy it can be rather hard to at times. 48277
150387 24066Thanks for this excellent. I was wondering whether you were planning of writing similar posts to this 1. .Keep up the exceptional articles! 401116
320398 531094I like this internet web site because so significantly utile stuff on here : D. 279795