აქცია თბილისში – პატიმრების ოჯახის წევრები და ადვოკატები პარლამენტთან – დეტალები

პატიმრების ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა თბილისში აქცია გამართეს – ისინი “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის გადახედვას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, კანონპროექტი უფრო ჰუმანური უნდა გახდეს და ის მეტ პატიმარს უნდა შეეხოს.

დემონტრანტებმა აქცია ფილარმონიასთან დაიწყეს და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს.


ადვოკატების განცხადებით, აღნიშული კანონპროექტით ამნისტია თითქმის არავის ეხება, რადგან ძალიან ცოტა პატიმრისთვის ითვალისწინებს სასჯელის შემსუბუქებას. ისინი მოითხოვენ, პატიმრებს მეოთხედით შეუმცირდეთ სასჯელის ვადა. განსაკუთრებული აქცენტი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის გასამართლებულებზე გაკეთდა, რომლებიც სასჯელს მოხმარებისთვის იხდიან და მათ მიმართ ნარკოპოლიტიკა არ შეცვლილა. უფლებადამცველების განცხადებით, ისინი რეჟიმის მსხვერპლნი არიან.

შეგახსენებთ, გუშინ “ალიამ” შემოგთავაზეთ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლიკა ფანცუალაიას ინტერვიუ, სადაც ის გვიყვება, როგორი საგანგაშო ვითარებაა ციხეებში კორონავირუსის გავრცელების კუთხით.

  •  
  •  

2 Comments

  1. bidzinistebis defismtkvneli

    aba qocebo ojaxmotknulebo esenic nacebi arian?

  2. სიმართლე

    ყველა პატიმარს ამნისტია არ ეკუთვნის,გეყურებათ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.