აქცია ვარკეთილის დამწვარ ბაზართან – “იტყუებიან, 30-40 ათასები მიიღეს” – გამგებელი და მოვაჭრეები

ვარკეთილის დამწვარი ბაზრობის მიდებარე ტერიტორიაზე ბაზრის მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებასა და მუშაობის აღდგენას ითხოვენ. მოვაჭერეების თქმით, 2 თვის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ მათ დახმარება არ მიუღიათ, ბაზრის ადმინისტრაცია კი დახლებთან დაბრუნების უფლებას არ აძლევს. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოვაჭრეები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე მივიდა, რომელიც მოვაჭრეებს განუცხადა, რომ მათ, ვისაც დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა, სადაზღვეო კომპანიამ კომპენსაცია უკვე გადაუხადა. 

“შეცდომაში ნუ შეგყავთ ხალხი. დაზღვევა დაეხმარა ყველას. 30-40 ათასი ლარი ვინც მიიღო, რატომ არ გამოდის და არ იღებს ხმას? დოკუმენტაცია ვისაც ჰქონდა მოწესრიგებული, ყველამ მიიღო თანხა” – განუცხადა სამგორის გამგებელმა, სოსო ბურდულაძემ მოვაჭრეებს. 

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის ბაზარი 16 ივნისს დაიწვა.  

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.