აქვს თუ არა შალვა ნათელაშვილს სახლი ამერიკაში, ბრუკლინში?

სოციალური გვერდი “ლიდერი 41” აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“შალიკო ნათელაშვილის სახლი ამერიკაში. (ბრუკლინში)

მოგვიანებით, იგივე ფოტოს ემიგრანტები ავრცელებენ და წერენ: – იმიტომ დაბრძანდება წელწადში ორჯერ ამერიკაში”

“ლეიბოლისტური” პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ნინო მეტრეველი, პასუხად, სოციალურ ქსელში, წერს:

“ძლივს ერთი სასიამოვნო ამბავი 

ქოცჭორგამავრცელებლების ინფორმაციით, რომელსაც უკვე აქტიურად ავრცელებს ტროლ_ბოტობა, ეს ყოფილა შალვა ნათელაშვილის სახლი ბრუკლინში. 
მოუთმენლად ველოდებით ვენის სასახლის პეიზაჟებსაც.
ამის შესახებ ინფორმაცია შატბერაშვილმა ,,გაამხილა” შალვა რამიშვილის ეთერში და აჰა, საქმეც მოყვა 
5 წლის წინაც დაიდო არა მხოლოდ სახლის, ოთახების ფოტოებიც, ოღონდ ბევრად ,,ფეშეენ” , რომელიც ყიდვა_ გაყიდვის საიტიდან იყო გადმოწერილი 
და ფასადზე აწერია ,,შალვასიაო?” 
ვა, რა უბადრუკები ხართ.
ხალხი სულ ბნელი ჰგონიათ, ამ მართლა ბნელებს!
ბაზალეთის სახლი აღარ ჭრის და გაუშვეს უნიჭო ფანტაზიები!
ისე, მე იმ წინა სახლის ფოტოები უფრო მომწონდა.
პ.ს. დააბრალე ადამიანს ის, რასაც მთელი სიცოცხლე ებრძვის _ ცნობილი მეთოდია.”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    Maladec SHalva ra ishove dezertirebis bazarshi amdeni.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.