“ასეთ დროს მეტი ქრისტიანი ისაა, ვინც სხვაზე ზრუნავს და დროებით ამბობს უარს ზიარებაზე”

ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:

“მარხვაში მყოფებს ხშირად ურჩევენ, რომ თუ სტუმრად არიან, სადაც მასპინძელს არ აქვს სამარხო ტრაპეზი, მიიღოს თუნდაც არასამარხო, რომ მასპინძელი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენოს, რადგან ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსია, სხვაზე მეტად იზრუნო, ვიდრე საკუთარ თავზე, სწორედ სხვაზე ზრუნვა დაგეხმარება ცხონებაში. ასეა ზიარებაშიც, თუ შენი სულისა და ხპრცის მაზიარებლობა სხვისი შიშისა და პანიკის საფუძველი გახდება, სხვაზე ზრუნვა სწორედ ზეციური ზიარების ტოლფასი ხდება და არა მხოლოდ მიწიერის.

ნებისმიერი კურთხევის დარღვევაც კი მადლად ითვლება თუ სხვაზე ზრუნვის მოტივითაა განპირობებული. ასე მასწავლიდა ჩემი მოძღვარი მონასტერში ცხოვრების დროს.

როდესაც ხედავ რომ თუნდაც უფრო მცირედ მორწმუნეს ან ურწმუნოს ასეთი ეპიდემიების დროს ეშინია შენი ზიარების შემდეგ თუნდაც თავად იკურნო, მაგრამ მატარებელი გახდე ვირუსის, რომელიც შეიძლება თავად არ დაგემართოს, სამაგიეროდ სხვას გადასდო, ასეთ დროს მეტი ქრისტიანი ისაა, ვინც სხვაზე ზრუნავს და თუნდაც დროებით ამბობს უარს ზიარებაზე, რომ სხვებს მოუპოვოს სიმშვიდე.

იმედი მაქვს, სინოდის წევრები გაითვალისწინებენ იმას, რაც მათ ბევრად უკეთ იციან და მიიღებენ ისეთ დროებით გადაწყვეტილებებს სარწმუნოებრუვ ცხოვრებაში, რაც საზოგადოებაში სიმშვიდეს უფრო მოიტანს ვიდრე დამატებით შფოთსა და შიშს.”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ვერ არის ეს კარგად ალია დარატომ აქვეყნებთ ამ სისულელეს

  2. ანონიმური

    რეებს როშავს თავი რომ ყოვლისმცოდნე გონია?შტერი მოძღვარი გგყოლია.ჩვენთან უმეტესობა მონაზვნობის აზრზე არ არიან ან საიდან უნდა იყვნენ როცა გამოცდილება არ აქვთ და არც გამოცდილი მასწავლებელები,ერთი წელი მორჩილების შემდეგ რომ ბერად აკურთხევენ და მერე ზოგი ლოთდება ზოგი წამალს ითხოვს, ზოგი ცოლს ირთავს,ასეთი ბრმა მოძღვარი გყოლია. წმინდა იოსებ ისიხასტი,რომელმაც ააღორძინა მონაზვნობა ათონზე და მისი სულიერი შვილები ყველაზე დიდ ავტორიტეტებად ითვლებიან მთელ მართმადიდებლურ სამყაროში სხაგვარად გვასწავლის. კურთხევის დარღვევა ყელანაირი მოტივით რაც არ უნდა კარგი იყოს დიდ ცოდვად ითვლება.ვის დავუჯეროთ იოსებ ისიხასტს თუ შენ და შენ შტერ მოძღვარს? შენც იმისნაირი გლახა ხარ..აი რამხელა მნიშვნელობა აქვს გამოცდილი და საღად მოაზროვნე მოძღვრის ყოლას.გამზარდიას მოძრვარმა რომელიც სულიერი ცხოვრების აზრზე არ არის ფსიკიკა დაუმახინჯა და არასწორად აღითქვამს მოვლენებს რასაც ხიბლი ქვია

  3. ანონიმური

    როგორ ებრძვიან ეს უღმერთოები ზიარებას , ეშმაკს ყველაზე ძალიან ზიარების ეშინია.როცა ადამიანი ნაზიარებია ეშმაკი თვალს ვერ უსწორებს,ვერ მიეახლება..გამზარდია ეშაკის ნების გამტარია და არა ღმერთის.თავის გველობის დასაფარად კი ვიღაც უვიც მოძრვარს იყენებს

  4. ანონიმური

    ერთი მისია აქვთ, რამენაირად მოახვიონ ეკლესიას თავზე , რომ ზიარების წესი შეცვალონ, და ამის საბაბაბს აძლევსთ ანაფორაში გადაცმული ხლისტი მამაოები , დღეს სინოდის სხდომაა და პატრიარქი თავის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

  5. ანონიმური

    аmаs tаvis droze prezidentpbа undodа turme, uаri rom utxres, imis mereа skunsаd qceuli, аxlа rаme rom iyos pаtriаrqobаzec аr ityvis uаrs, tvinаmobrunebuli es. shen vin rаs gekitxebа she idioto shen!

  6. ანონიმური

    თუ რაიმე ცვლილება საჭირ გახდა დარწმუნებული ვარ ხელისუფლება გადადგამს ამ ნაბიჯს

  7. ანონიმური

    ესეც რა მაგარი ყლეა რა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.