“ასეთი მდაბიო და დაბალი დონის “შუტკა” არასდროს არავის უკადრებია – გიღირდა 3 პროცენტად?”

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“პაროდიები ბევრი გაუკეთებიათ ჩემზე და თითქმის ყველა მათგანი მომწონს და მეც კარგად ვიცინი ხოლმე საკუთარ თავზე.

ჩემი წარბების შესახებაც ბევრი მიცინია პაროდიებზე და არც ეს მიკვირს, მაგრამ ასეთი მდაბიო და დაბალი დონის “შუტკა” არასდროს არავის უკადრებია ჩემთვის კი არა, საკუთარი თავისთვის რაც შენ დაუშვი შენს გადაცემაში.

კოლეგიალობაზე აღარ ვლაპარაკობ-ეს ან იცი ან არა ადამიანმა და თუ არ გესმის ვეღარავინ აგიხსნის. მესტიაში ერთად ვიყავით ერთი სამეგობრო და თურმე სად ვარ, სწორედ იმ დღეებში რეები მოგიმზადებია…

ზურგსუკან გყვარებია ჩხლართაობა ჩემო ია და რა ძალიან ცუდია ეს!

თან რად გიღირდა -3 პროცენტიან რეიტინგად? 3 პროცენტს ორი დღის გახსნილ ” იბერიაშიც” კი არ ვწერდით არათუ ამხელა ” რუსთავი-2ზე”და მანდ გონიათ რომ გადაცემა აქვთ და ამ დაბოლებებით კმაყოფილდებიან? ამდენი ადამიანის განაწყენება და შეურაცხყოფა და დაკარგვა თუ გიღირდა 3 პროცენტიან რეიტინგად კი ბატონო, ასე გააგრძელე Ia Parulava

პასუხისმგებლობა პროდიუსერებზეაო წამყვანმა თქვა და პოსტიდან თავის ათაგვა ტეხავს. ჩემს გადაცემაზე მე ვაგებ პასუხს ისევე როგორც მთელი გუნდი”

შეგახსენებთ, ია ფარულას გადაცემა “ფარულ კონვერტში” სტუმრად ჰყავდა მოდელი და დიზაინერი, გიორგი ნაზღაიძე. ნაზღაიძემ იას უამბო, როგორ ერთობოდა კარანტინის დროს:

-ფოტოკოლაჟებს ვქმნიდი და ვაზიარებდა წარწერით, მაგალითად მაკა რაზმაძის ფოტოზე ეწერა – “იყო თუ არა მუზა “star trek” შექმნელებისთვის მაკა რაზმაძე?

  •  
  •  

One Comment

  1. ეს არის ქალი, რომელიც ყველაფერს იკადრებს, ფულის გულისთვის.

    კარგით რა, ფარულავა რა ანგარიშ გასაწევი ქალია, ის მხოლოდ ჭინჭია და სხვა ყველაფერი 0000000000000000000000

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.