“ასადის სამთავრობო ძალების 35 ჯარისკაცია ნეიტრალიზებული” – ერდოღანი

სირიაში სიტუაცია კრიტიკულად დაძაბულია მას შემდეგ, რაც იდლიბის რეგიონში თურქულ შეიარაღებულ ძალებს ასადის რეჟიმის სამხედროები თავს დაესხნენ და 4 თურქი სამხედრო მოკლეს. აღნიშნულ მოვლენას თურქულმა მხარემ მკაცრი პასუხი გასცა,რომლის დეტალებზეც პრესკონფერენციისას პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ისაუბრა.

„ჩვენ მკაცრი პასუხი გავეცით თავდასხმებს და მომავალშიც ამგვარად გავაგრძელებთ. თურქულმა არტილერიამ და ფ-16-ის ტიპის თვითმფრინავებმა სირიის ჯარის 40 მიზანზე მიიტანა გამანადგურებელი იერიში, რომლის შედეგადაც ასადის სამთავრობო ძალების 35 ჯარისკაცია ნეიტრალიზებული“ ,- განაცხადა ერდოღანმა.

ტვიტერზე ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ხსნიან ცეცხლს რეაქტიული საარტილერიო დანადგადებიდან თურქი სამხედროები ასადის ჯარების პოზიციების მიმართლებით, რომლის შედეგადაც ათობით ჯარისკაცი მოკვდა და სამხედრო ტექნიკა დაიწვა.

თურქული მედიის ცნობით, გაძლიერებული სამხედრო შემადგენლობაა გადასროლილი თურქეთ-სირიის საზღვართან.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს სამხედრო ძალის გამოყენებას იდლიბში უსაფრთხო გარემოს დასამყარებლად – „ ისინი ვინც ცდიან ჩვენს გამბედაობას, მიხვდებიან, რომ მწარე შეცდომა დაუშვეს“ .

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.