(ვიდეო) – “არ ჩერდება ტელეფონი” – ცესკო პარტიებს აგიტაციისთვის 1 თვის ვადას უტოვებს

საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საარჩევნო ნომრის ნაცვლად საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა.

„ცესკომ ნომერი არ გვაღირსა და აბა უნომრო ბანერს ხომ არ დავკიდებდით. ასე რომ გისმენთ! 593 584052“, – აცხადებს ელისაშვილი.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი აცხადებენ, რომ წილისყრით რიგითი ნომრების მინიჭებისთვის ბოლო ვადა 1-ლი ოქტომბერია.

„ადმინისტრაცია მაქსიმალურად შეეცდება, რომ უკიდურესი ვადა არ იყოს გამოყენებული და საკანონმდებლო შესაძლებლობა რასაც იძლევა, ის ვადები რაც არის მოცემული, აი იმ ვადებში ჩატარდეს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

როგორ ჩანს, პარტიების ნაწილს წინასაარჩევნო კამპანიისთვის მხოლოდ ერთი თვე ექნებათ…

ალეკო კი სოციალურ ქსელში წერს:

“ბოდიში ვისაც დაკავებას გაძლევთ. არ ჩერდება ტელეფონი და არც უნდა გაჩერდეს! უკეთესი უბნისთვის, ქალაქისთვის, ქვეყნისთვის – ყველას ყოველთვის მოვუსმენ. 24/7-ზე. ალეკო გისმენთ! 593 584052

ცესკომ ნომერი არ გვაღირსა და აბა უნომრო ბანერს ხომ არ დავკიდებდით. ასე რომ გისმენთ! 593 584052

Posted by ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili on სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2020
  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    aba bandzo ocnebis putanka nati daicke

    1. ანონიმური 4

      ვარექ კოჩ, ღეჯ უფრო გიჯგუნა ჭკუათ.მი უმუნდე რექ სი? მედინ ვიშო გვერი

  2. გიგი

    ალეკო ჯიგარი ხარ.

  3. ანონიმური

    ყოჩაღ!!!

  4. ნათი

    კარგი ადადმიანი ხართ ალეკო. ხანდახან კარგავ წონასწორობას,მაგრამ გეპატიება,გამოცდილება არა გაქვს დიდი. გაიხარე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.