“შევუნდოთ – “განიარაღებული” ვარ” – რუსუდან შარაძე

ილო ბეროშვილის გარშემო ატეხილ სკანდალს გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს:

,,მოუხდია ბოდიში ილო ბეროშვილს. ბერბიჭაშვილი უნდა მეთქვა და მექანიკურად წამომცდაო. მისი ბაბუა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ყოფილა ოდესღაც და ბავშვობიდან მესმოდა ისტორიები, მათ შორის გურამ შარაძეზეო. ბაბუისგან კარგის მეტი რა უნდა გაეგო?!

მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო, შევეშვათ ამ კაცს. საკმარისზე მეტი მოხვდა. რამდენად გულწრფელია მისი ახსნა-განმარტება, აღარ მაინტერესებს. ბოდიშის მოხდა ასეთ მძიმე შეურაცხყოფასა და გულსტკენას მომენტალურად ვერ შველის, მაგრამ გამიხარდა. ე.ი. არ ყოფილა მთლად წყალწაღებული, ხვდება და აღიარებს, რომ ცუდად მოიქცა. ეს ყველას არ შეუძლია. ადამიანები ვართ და შევუნდოთ. ყოველ შემთხვევაში, მე ,,განიარაღებული” ვარ”

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    და გგონია რომ აღიარა?!თუ ეგრე გინდა რომ იყოს გადასარევი აღიარებაა დებილებისთვის. ყოჩაღი ილო ჩაგეთვალა

  2. ანონიმური

    ასეთი რამე ყველას შეიძლება დაგვემართოს, ადამიანურია. მე მჯერა მისი!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.