“არ მინდა, ზედმეტად გავლანძღო, ვისურვებდი, თავის პროფესიაში დარჩენილიყო”

პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი. „2020NEWS”-თან აცხადებს:

„კანდიდატურების შესაფასებას არ ვაპირებ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი სიახლე არ შესთავაზა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას.

შემიძლია ასეთი ფრაზით მოვიხსენიო: „ჩვენ იგივე ვართ მარად და მარად“. ეს ვნახე მე, ერთი და იგივე სახეები, ანუ „ოცნებამ“ საზოგადოებას პრაქტიკულად, შესთავაზა 8-წლიანი სტაგნაცია, რაც არის და რაზეც ჩვენ ყველას გვაქვს რეაქცია.

კანდიდატებს ცალ-ცალკე არაფრით განვიხილავ.  ვიტყვი, რომ ამ გუნდმა, რომ წარგადგინოს, ეს არის შენი დისკრედიტირება.

„ქართული ოცნება“ დღეს ვისაც წარადგენს, ეს იმ კანდიდატისთვის ძალიან  ცუდია, იმიტომ, რომ „ოცნება“ ასოცირდება უსაქმურობასთან,  კორუფციასთან, სტაგნაციასთან.

ამ გუნდის მიერ იგივე სახეების წარდგენა ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“  გთავაზობს გამოუძიებელ საქმეებს, გაყალბებულ ექსპერტიზას, შვილმკვდარ მამებს რუსთაველზე.

პრაქტიკულად, დღეს გაიხსნა ფარდა და დაგვენახა იგივე ადამიანები, რომელთა მიმართ საზოგადოებას უდიდესი პრეტენზია აქვს. ეს გუნდი, რომ წარგადგენს, საერთოდ რაზეა ლაპარაკი?! შენ ხომ ამ გუნდის იდეოლოგიას იზიარებ?! შესაბამისად, მე მხოლოდ ასე შემიძლია შევაფასო, რომ ყველა ის პიროვნება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, როგორც დისკრედიტირებულმა გუნდმა, სახელმწიფოს თვალსაზრისით, წარადგინა, ეს მათთვისვე, თითოეული მაჟორიტარისთვის, რომელიც დღეს ჩვენ ვიხილეთ, ძალიან ცუდია“

თავად თაკო ჩარკვიანს დაანონსებული აქვს, რომ საბურთალოს ოლქში იყრის კენჭს, მიუხედავად იმისა, დაასახელებს თუ არა მას მაჟრიტარობის კანდიდატად მთავარ ოპოზიციურ ძალასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არსებული კოალიცია „ძალა ერთობაშია“. აი, როგორ აფასებს, ახალი პარტიის თავმჯდომარე მძიმე წონიანი ექსმინისტრის, დავით სერგეენკოს სამაჟორიტარო შესაძლებლობებს ამავე საარჩევნო ოლქში, სადაც მათ შერკინება მოუწევთ, თუ თაკო ჩარკვიანი თავის კანდიდატურას დააყენებს:

„მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას  არჩევნებზე ხალხი დაამტკიცებს. მე მაგალითად ვისურვებდი, რომ თავის  პროფესიაში დარჩენილიყო ეს ადამიანი. გულწრფელად გეუბნებით, რომ  „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი არ ვიცი რამდენად  მოუნდება ხალხს. არც ცუდი არაფერი მინდა ვთქვა მასზე. ვინაიდან  საბურთალოზე კენჭს ვიყრი, არ მინდა, ზედმეტად ვინმე გავლანძღო. ესჩემი სტილი არ არის.

უბრალოდ, ამ გუნდის მიერ წარდგენილი ადამიანი (ვგულისხმობ ნებისმიერ მათთაგანს) ეთანხმება „ოცნებას“ , ეთანხმებიან გავრილოვის საქართველოში შემოყვანას, ეთანხმებიან გამოუძიებელ საქმეებს, პროტესტი ხომ არასოდეს გაგვიგონია?! შესაბამისად, ახლა ხალხი განსჯის. ადამიანებს, რომლებსაც ერთხელ პროტესტი არ გამოუთქვამთ, მთელ რიგ საკითხებთან და დარღვევებთან დაკავშირებით, რამდენად მოუნდება ხალხს კიდევ ეს გუნდი? ამას არჩევნებზე ხალხი გადაწყვეტს“

  •  
  •  

7 Comments

  1. ანონიმური

    eh cxvirsaxocixar bidzinasi

  2. ნინი

    ვინ უნდა გალანძღო? შე მართლა გასალანძღო უღირსო ქალო

    1. ანონიმური

      nini girsi roikos bidzinisti iqneboda shensavit

  3. ანონიმური

    და შენ რომ სახლში დაეტიო, მჩხავანა კატა, ვერა?
    ერთი წუთით მაინც თუ გაქვს იმედი, რომ გაიმარჯვებ, მართლა იდიოტი ყოფილხარ!

  4. ანონიმური

    Serafos girsi xar shen saqartvelo. Anu furtxis.

  5. fake ross

    427819 714771I entirely agree! I came over from google and am seeking to subscribe. Where is your RSS feed? 798919

  6. buy clomid online usa

    630585 383770Terrific work! This is the kind of info that are meant to be shared across the web. 169994

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.