“არ მახსოვს ვინ თქვა, რომ გარეჯა რჩებოდა აზერბაიჯანის მხარეს, არ მახსოვს სხდომას სააკაშვილის გარდა ვინ ესწრებოდა” – რა “ახსოვს” ნოღაიდელს

რა წერია ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით. საქმის მასალებს „ქრონიკა“ ავრცელებს, დიდ “პატრიოტს”, ზურაბ ნოღაიდელს, არ ახსოვს, ვინ მოახსენა მთავრობის სხომას, რომ დავით გარეჯა რჩებოდა აზერბაიჯანის მხარეს

„სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა შესაბამისმა პირმა, რომლის ვინაობას ვერ ვიხსენებ, მაგრამ მახსოვს, რომ სადელიმიტაციო კომისიას წარმოადგენდა და, სავარაუდოდ, ამ კომისიის თავმჯდომარე იყო, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად განაცხადა, რომ დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსში შემავალი ზემოაღნიშნული მონასტრები, იმ დრიოსათვის ჩვენს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტითა და შესაბამისი რუკების საფუძველზე, მთლიანად რჩებოდა აზერბაიჯანის მხარეს. საკითხის მომხსენებელმა ცალსახად განაცხადა, რომ ყველა დოკუმენტი და რუკა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა ამ ფაქტს.


ამ გარემოებებზე დაყრდნობით, იმავე უშიშროების საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან შესაბამისი კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე აღნიშნული მონასტრები ჩვენს ტერიტორიაზე არ შემოდიოდა და საზღვრის დადგენის შემდეგ დარჩებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, გვეზრუნა მათი რეკონსტრუქციისა და ქართულ ქრისტიანულ სალოცავად შენარჩუნებისათვის.


უშიშროების საბჭოს აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები და მისი თავმჯდომარე – საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს სხდომაზე იღებდა მისი თავმჯდომარე -საქართველოს პრეზიდენტი და ამ სხდომაზეც, რასაკვირველია, იგივე მოხდა. რაც შეეხება თქვენს მიერ წარმოდგენილ წერილს, იგი ასახავს მაშინდელ ვითარებას და იმ დროისათვის ხელისუფლებაში არსებულ უპირობო კონსენსუსს იმის თაობაზე, რომ დავით გარეჯის კომპლექსის სამი სალოცავი, აზერბაიჯანის მხარეზე იყო და ჩვენ უნდა მოგვეხერხებინა მათი რესტავრაცია და ქრისტიანულ სალოცავებად ამოქმედება-განახლება. ამდენად, წარმოდგენილი წერილი სრულად გამოხატავს უშიშროების საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების სულისკვეთებას და მისი აღსრულების ნაწილად უნდა იქნეს განხილული. თუმცა, აქვე მინდა მივუთითო, რომ აღნიშნული წერილი ვერანაირ შემთხვევაში ვერ გახდება, საქართველოს მიერ ზემოაღნიშნულ ტერიტორიებზე უარის თქმის საფუძველი“- წერია ოქმში.

კითხვა: ვინ მიიღო გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ სხდომაზე, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მონასტრების რეაბილიტაციაზე?

პასუხი: „გადაწყვეტილება მიღებული იქნა პრეზიდენტის მიერ. მინდა დავაზუსტო, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული არა მხოლოდ სალოცავების რეაბილიტაციაზე, არამედ იმის შესახებაც, რომ გვეზრუნა, რათა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფ სამონასტრო კომპლექსს ქართული-ქრისტიანული სალოცავების სტატუსი შეენარჩუნებინა“.

„კითხვა: როცა საკითხის მომხსენებელმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განახცადა, რომ დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსში შემავალი ზემოაღნიშნული მონასტრები, იმ დრიოსათვის არსებული ყველა დოკუმენტითა და შესაბამისი რუკების საფუძველზე, მთლიანად რჩებოდა აზერბაიჯანის მხარეს აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა თუ არა განხილვა სხდომაზე, დოკუმენტების მოთხოვნა, ამ საკითხის სიღრმისეული გამოკვლევა, თუ იგი მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე?


პასუხი: როგორც ვიხსენებ, დასმულ საკითხს მოჰყვა განხილვა, მაგრამ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნის საკითხი არ დასმულა. უშიშროების საბჭოს რომელი წევრები მონაწილეობდნენ დისკუსიაში, ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ პრეზიდენტისგან განსხვავებული პოზიცია განხილვისას არცერთ მათგანს არ დაუფიქსირებია. როდესაც დღეს მედიით ვისმენ საპირისპირო განცხადებებს, პირველ რიგში საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის და წინა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან, რომ თურმე ყველა მასალა ხელთ ჰქონდათ და არაფრის დათმობას არ აპირებდნენ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან მიკვირს, რადგან ეს განცხადებები დიამეტრალურად განსხვავდება იმ გაბატონებული აზრისგან, რაც ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს არსებობდა ხელისუფლებაში და საჯაროდაც ცხადდებოდა მისი ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან“

როგორც ჩანს, იმ პერიოდში ზურაბ ნოღაიდელი, სახეზე მხოლოდ სააკაშვილს ცნობდა სახეზე და დანარჩენები იმიტომ ვერ დაიმახსოვრა. ნოღაიდელს არც ის “ახსოვს” თავად ჰქონდა თუ არა ხმის უფლება და თუ ხმის უფლება არ ჰქონდა რატომ და რა სტატუსით ესწრებოდა ამ სხდომა და ვერც იმას “იხსენებს”, გააპროტესტა თუ არა გადაწყვეტილების მიღება, ან შეისწავლა თუ არა მასალები.

  •  
  •  

25 Comments

  1. ანონიმური

    rogorsheileba esetsakitxs escrebode da argaxsovdes rame vso gaishipret gave dedatrakshi motknulebo cota chkviani nadzirala unda gepovat da ara es dagliliviri

  2. ანონიმური

    ჰაიტ,შე გლახაკო,როცა იყიდებოდა რამე,ახლომახლო სუნსულებდი”სდელკა”არ გამოგპარვოდა,და დღეს არ გახსოვს არაფერი?ვინმეს კიდე ეპარება ეჭვი,რომ ღვთისმშობელი არ იცავს საქართველოს?ამდენი წუნკალი ვაჭრების ხელში როგორ მოვიდა ქვეყანა აქამდე,შაგრენის ტყავივით დაპატარავებული,მაგრამ მაინც მოვიდა!

    1. ანონიმური

      sakdrisze rasitkvi?

  3. ანონიმური

    შენი მეტრაკე დედას შევეცი ყველგან წილი გინდოდა და ყველაფერში ჩართული იყავი და ეხლა ბელადმა ეგრე გითხრა სკლეროზი მოიმიზეზეო

  4. ანონიმური

    ნოღაიდელი, სააკაშვილი, მერაბიშვილი …სომეხი. დანარჩენი მაშინდელი და დღევანდელი “ქართველი” არაქართველები…მოგიტყანთ პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ფუ თქვენი…

    1. ანონიმური

      movtkan nacebi da sheni qocebic

  5. JamesOrirl

    what is cialis buy cialis online low cost cialis

  6. JamesCliek

    how to get viagra without a doctor canadian pharmacy viagra canadian pharmacy viagra

  7. ErnestLew

    prescription drugs without doctor approval ed drug comparison best treatment for ed

  8. Dannyswele

    cialis patent expiration buy cialis does cialis lower your blood pressure

  9. Dannyswele

    cialis reps generic cialis canada cialis

  10. Brucefen

    buy prescription drugs online legally buy ed pills online mens erections
    ed in men

  11. Brucefen

    canadian drug pharmacy buy ed pills online ed supplements
    ed for men

  12. Brucefen

    what are ed drugs buy ed pills online ed medications
    cheapest ed pills

  13. Brucefen

    muse ed drug best ed pills canadian online drugs
    over the counter ed remedies

  14. Williamgeway

    cheap tadalafil buy tadalafil online

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.