“არ ვსაყვედურობ პრეზიდენტს და მადლობას ვეუბნები” – თეა წულუკიანი

როგორც უწყების ხელმძღვანელს, შეიძლება მინდოდეს, რომ ბევრი პატიმარი ძალიან მალე წავიდეს სახლში, მაგრამ შეწყალების უფლება პრეზიდენტს აქვს და ჩვენი ვალია მას მადლობა ვუთხრათ, როდესაც საქმე არის სამადლობელი და არ ვუსაყვედუროთ მას, რატომ 9 და არა 19, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

ის უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების ნაწილი პრეზიდენტის შეწყალებას აპროტესტებს და შიმშილობს. მან ასევე აღნიშნა, რომ ქალთა საპატიმროში სიმშვიდეა.

„დღეს ჩვენ ძალიან ჯანსაღი მდგომარეობა გვაქვს საპატირმოებში და პირველ რიგში ქალებთან, რადგან ეს არის ჩვენი პოპულაციის და კონტინგენტის ის ნაწილი, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ძალიან სენსიტიური, რადგან მათ გარეთ მოხუცი მშობლები, შვილები ელოდებიან, მაგრამ ყველაზე შეგნებული ნაწილი ჩვენი კონტიგენტის.

არავის უკვირს, რომ ყველა პატიმარს უნდა, დაუბრუნდეს ოჯახს და თავისუფლებას დღესვე ან ხვალ დილით. ეს არის ყველა პატიმრის ოცნება და ნატვრა.

კიდევ ერთხელ მინდა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა ვუთხრა, რადგან მთავარი კრიტერიუმი, რომელის მიხედვითაც მოხდა შეწყალება, იყო ის, რომ დანაშაული არ უნდა ყოფილიყო ძალადობრივი. ალბათ, ვერ მოხდებოდა იმ ადამიანების შეწყალება, ვინც საკუთარ შვილებზე ძალადობის გამოა ციხეშია ან სხვა ტიპის ძალადობა აქვს ჩადენილი. ამას არც საზოგადოება მიიღებდა და არც ობიექტური კრიტერიუმი არ იქნებოდა. შეწყალების კრიტერიუმი იყო ის, რომ მოცემულ ადამიანს შინ უნდა ჰყოლოდა არასრულწლოვანი შვილები და გარკვეული, დიდი ნაწილი სასჯელის იყო თუ არა მოხდილი, ამის გათვალისწინებაც მოხდა. ამიტომ მე მადლობის გარდა არაფერი მეთქმის“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მის არჩევასნ ოაპატივი უნდა ვცეთ ნამდვილად

  2. ანონიმური

    მარგველაშვილივით 300 კაცი არ შეუწყალებია ეს არის მნშვნელოვანი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.