არ ვიცი, რემდესივირმა მოახდინა ეს პატარა სასწაული თუ… – რას ჰყვება თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, „რემდესივირის“ ეფექტიანობაზე ისაუბრა. 

„ორმაგი რისკის ჯგუფს ვეკუთვნი – ერთი ფაქტორია ის, რომ 70 წელს ვარ გადაცილებული და მეორე ის, რომ მაქვს სერიოზული თანმხლები დაავადება, არა-ჰოჯკინის ლიმფომა, ონკოლოგიური დაავადება და მისით გამოწვეული სერიოზული იმუნოდეფიციტი. ეს დაავადება ითვლება ყველაზე მაღალი რისკის ფაქტორად კორონავირუსის დროს. ამიტომ, ყველა, მათ შორის მეც, საკმაოდ სერიოზული შეშფოთებით შევხვდით ამ ვირუსს….თავიდან, ვირუსის მიმდინარეობა მძიმედ დაიწყო.

იყო ყელის ტკივილი, ცხელება, სერიოზული ინტოქსიკაცია. გაუარესება დაიწყო მე-3 დღიდან და 5 დღის განმავლობაში, მდგომარეობა უარესდებოდა. რაც მთავარია, უარესდებოდა იმუნური სისტემის მაჩვენებელი, რომელიც, გარკვეულ ეტაპზე, მნიშვნელოვან ნიშნულამდე დაეცა. ამ დროს მივიღე გადაწყვეტილება, გამეკეთებინა მედიკამენტი რემდესივირი, რასაც ასეთი ვნებათაღელვა მოჰყვა. მაშინ ეს მედიკამენტი არ იყო საქართველოში და უცხოეთიდან გამომიგზავნეს. მედიკამენტის გაკეთებიდან ორი დღის შემდეგ, ჩემი მდგომარეობა გაუმჯობესდა, ტემპერატურამ დაიწია, ინტოქსიკაცია მოიხსნა და რაც ყველაზე მთავარია, სისხლის მაჩვენებლებმა დაიწყო გაუმჯობესება და ერთ კვირაში მიაღწია იმ დონეს, რაც იყო დაავადებამდე. არ ვიცი, რემდესივირმა მოახდინა ეს პატარა სასწაული თუ ორგანიზმისა და ვირუსის თავისებურებით იყო განპირობებული“

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    ტყუილი

  2. ??

    ნუ ატენით ხალხს მაგ რემდესივირს.რეკლამას რომ უწევთ, გგონიათ ვერ ვხვდებით?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.