“არ ვითხოვთ გამოცდილებას”- კომპანიები ვაკანსიებს აცხადებენ

ამ მძიმე პერიოდში, რომელიც მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებამ შექმნა, რამდენიმე კომპანიამ საქართველოში მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და პასუხისმგებლობა გამოიჩინია. ჩვენს ქვეყანაში ადამიანების ნაწილი უმუშევარი დარჩა, რადგან მათი ობიექტები დაიხურა. ასეთი ადამიანებისთვის რამდენიმე კომპანიამ მათ სამსახური შესთავაზა. გთავაზობთ კომპანიებს, რომლებშიც შეგიძლიათ დროებით დასაქმდეთ.

კორონავირუსის გამო დროებით უმუშევრებს GPC დასაქმებას სთავაზობს:

„გთავაზობთ პოზიციებს ჩვენს აფთიაქებსა და საწყობში, რომლებიც არ მოითხოვს სამედიცინო განათლებას და რომლებზეც შეგიძლიათ მოგვმართოთ დასაქმებისთვის:

ტექნიკური ასისტენტი აფთიაქში,
დიასახლისი აფთიაქში,
ამომკრეფი (საწყობში),
მუშა (საწყობში).

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ შეავსოთ სავაკანსიო განაცხადი ბმულზე: https://rb.gy/k0ou7h”, – აცხადებენ GPC-ში.

კარფური: 

„ძვირფასო მომხმარებლებო, იმ ადამიანებს ვისაც დასაქმება უნდათ კარფური საუკეთესო შესაძლებლობებს სთავაზობს.

ჩვენ არ ვითხოვთ გამოცდილებას, რადგან თქვენ შესაძლებლობა გექნებათ სამუშაო ადგილზევე შეისწავლოთ და დაეუფლოთ სხვადასხვა პროფესიებს!

ჩვენთან ყოველი ტრენინგ დღეც კი ანაზღაურებადია“ – წერია კარფურის განცხადებაში.

ასევე „ნიკორა სუპერმარკეტი“, „სპარი“, „დავით ტატიშვილის კლინიკა“ – ეს იმ კომპანიების ჩამონათვალია, რომლებმაც კორონავირუსის გამო, დაკეტილი სასტუმროების თანამშრომლების დროებით დასაქმების სურვილი გამოთქვა.

სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დროებით დასაქმების სურვილი „ნიკორა სუპერმარკეტმაც“ გამოთქვა. „ხარ დროებით უმუშევარი? – მოდი, „სპარში“, ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ თქვენი უსაფრთხო სამუშაო გარემო“, – ამ შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება დააგზავნა დღეს „სპარმაც“.

  •  
  •  

2 Comments

  1. navigate to this web-site

    878314 46307The urge to gamble is so universal and its practice so pleasurable, that I assume it ought to be evil. – Heywood Broun 213715

  2. check my blog

    430255 304685Hi this really is somewhat of off subject but I was wondering if blogs use WYSIWYG editors or should you need to manually code with HTML. Im starting a weblog soon but have no coding understanding so I wanted to get guidance from someone with experience. Any aid would be greatly appreciated! 716931

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.