არ ვარ მარტო ჩინოვნიკი – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატი რემდესივირი მხოლოდ ჰოსპიტაური მკურნალობის პირობებში გამოიყენება და მისი პაციენტითვის გაცემა აკრძალულია. მისივე განცხადებით, პრეპარატი ანტივირუსულია და ჯანმოს მისი დანიშნვა არ აუკრძალავს:

“პაციენტებზე არ გაიცემა, ეს პრეპარატი არის მხოლოდ ჰოსპიტალური მოხმარების საშუალება, პროტოკოლით შემუშავებულია კლინიკური ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი თენგიზ ცერცვაძე და ყველა კლინიკა, სადაც რემდესივირის გამოყენების მიზანშეწონილობა ჩაითვლება, შეუთანხმებს კლინიკურ ჯგუფს მისი გამოყენების პირობებს. მისი რაოდენობა საკმარისია ქვეყანაში, როგორც მე ვიცი, დაახლოებით 600-700 ავადმყოფზეა გათვლილი და მას აქვს ძალიან მკაცრი ჩვენებები, როდის, დაავადების რა ეტაპზე უნდა დაინიშნოს, რომ მან მოგვცეს მაქსიმალური ეფექტი. ის არ ინიშნება ყველა ავადმყოფზე, არ ინიშნება მძიმე, კრიტიკულ ავადმყოფზე.

ეს პრეპარატი გახლავთ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც შეიქმნა ებოლას საწინააღმდეგოდ, 2014-15 წლებში და შემდგომ გამოყენებული იქნა სწორედ ამ პანდემიის პერიოდში გაზაფხულის ტალღის დროს. ამ პრეპარატს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ არ მისცა რეკომენდაცია, როგორც ფართო მოხმარების პრეპარატს, მაგრამ რეკომენდაცია მას აქვს ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოსი, მისი გარკვეული ჩვენებებით ხმარებისა და ასევე აქვს ამერიკის ინფექციური საზოგადოების რეკომენდაცია, რომ ის შეიძლება იქნეს გამოყენებული,

ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ ამ პრეპარატის დანიშვნა არის წინააღმდეგ ჩვენება კოვიდ–ინფიცირებულთა მკურნალობაში, ეს პრეპარატი გახლავთ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც შეიქმნა ებოლას საწინააღმდეგოდ და შემდგომ გამოყენებული იქნა სწორედ ამ პანდემიის გაზაფხულის ტალღის დროს ძალიან ბევრ კლინიკაში და დღესაც იყენებენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ პრეპარატს არ მისცა რეკომენდაცია, როგორც ფართო მოხმარების პრეპარატს, მაგრამ რეკომენდაცია მას აქვს ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოსი, მისი გარკვეული ჩვენებებით ხმარებისა და ასევე აქვს ამერიკის ინფექციური საზოგადოების რეკომენდაცია, რომ ის, თუ სწორად არის დანიშნული ამცირებს ჰოსპიტალიზაციის დროს.

მე ექიმი ვარ განათლებით, არ ვარ მარტო ჩინოვნიკი, გარდა მკაცრი გაიდლაინებისა, საექიმო პრაქტიკაში არის, როცა გამოცდილი ექიმები იყენებენ ამ პრეპარატს, უნდა აიწონოს სასწორის ორ პინაზე მისი სარგებლობა და ნაკლი, მე ნუ გამომიყვანთ რემდესივირის დამცველად”

  •  
  •  

One Comment

  1. Lashunda Mcmaster

    Just wanted to say thank you! I love sucking dick btw hmu

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.