“არ გვით­ქვამს, რომ რა­მიშ­ვილს ვი­ჭერთ… ჩვენ ვთქვით, რომ არ დავიჭერთ რამიშვილს?” – საქმის პროკურორი

23 სექ­ტემ­ბერს, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, მე­დი­ის წარ­მომ­დგენ­ლე­ბის­თვის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­სა­ჯა­როვ­და. ამის შემ­დეგ, საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბთან ისაუბრა და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძი­სა და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის ეპი­ზოდზე:

“რა­მიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნის გახ­სნა, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ექ­სპერ­ტი­ზა ად­ვო­კა­ტის თან­ხმო­ბით მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მო­ბი­ლურ­ში მისი სხვა მო­ნა­ცე­მე­ბი არ არის სა­ინ­ტე­რე­სო, გარ­და ფურ­ცხვა­ნი­ძეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა, რო­მე­ლიც ეხე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ეპი­ზოდს. არ­სად ჩვენ არ გვით­ქვამს, რომ რა­მიშ­ვილს ვი­ჭერთ. ის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რაც ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის თე­მას უკავ­შირ­დე­ბა, ობი­ექ­ტუ­რად აჩენს ეჭ­ვებს. თქვენ რომ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი იყოთ, არ გა­გიჩ­ნდე­ბო­დათ ეჭვი, რომ შე­საძ­ლოა რა­მიშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მა­ში და არ გა­და­ა­მოწ­მებ­დით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­მიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნით არ და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­დით? დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ ეს ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი არის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი, ფურ­ცხვა­ნი­ძე ამ­ბობს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ექ­სპერ­ტი­ზას ჩა­ვა­ტა­რებ ამე­რი­კა­ში, ასე­ვე, სხვა ფო­ტო­მა­სა­ლას წარ­მო­ვად­გე­ნო. კი, ბა­ტო­ნო, ჩა­ა­ტა­როს ექ­სპერ­ტი­ზაც და ფო­ტო­ე­ბიც მო­ი­ტა­ნოს ამე­რი­კი­დან თუ ჩი­ნე­თი­დან, ოღონდ ავ­თენ­ტუ­რი მა­სა­ლა”.

ამბები.ჯი

  •  
  •  

7 Comments

  1. ანონიმური

    kles vermochamt imitomrom martalia

  2. anonimi.

    კომენტარი gind d.ichiret, gind ara. Khvelasatvis natelia vin da ratom moakvlevines eg bavshvi. Khvela tkvennairi brikhvi da suleli nu ggoniat.

  3. ავთო

    ყველანი როგორ გამოხვედით გამომძიებლები,ექსპერტები,მოსამართლეები და ა.შ.

    1. ანონიმური

      avto erti saqme mitxari amati gamodziebuli gexvecebi

  4. ანონიმური

    თუ მიუძღვის იმ სურათების გაყალბებაში ჭვლილი დასაჭერია კი

  5. ანონიმური

    კარგია რომ განცხადება გაკეთდა ამაზე პროკურატურის მხრიდან

  6. ანონიმური

    ადვოკატი რომ თავის მატორზე ვერ არის, თავიდანცე კოჭებში ეტყობოდა. მშობლებსაც აურია გზა-კვალი. ამ ჩანაწერების შემდეგ, სხვა გზა როგორ უნდა ეძებო….

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.