„არჩევნებს ეწირება უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ყველა პოლიტიკოსს ფეხზე ვკიდივართ” – ბაია პატარაია

ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი პოლიტიკური ელიტით იმედგაცრუებულია. ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობას არ აღიარებს, მთავრობის ოპონენტები კი არ ითხოვენ არჩევნების გადადებას.

„კოვიდის გამძვინვარების ფონზე (როცა ინფიცირებულების რაოდენობით პროცენტულად აშშ და ინდოეთს გადავასწარით), ხელისუფლება არ აღიარებს კატასტროფას, ოპოზიცია კი არ ითხოვს არჩევნების გადადებას.

შეგრძნება მაქვს, რომ არჩევნებს ეწირება უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. და ყველა პოლიტიკოსს ფეხზე ვკიდივართ, უკლებლივ ყველას, ოღონდ წინასაარჩევნო მარათონში ხელს ნუ შევუშლით და დაე, დავხოცილვართ მოსახლეობა.

ქოცები უთანასწორო პირობებში გამარჯვებას ელიან, ოპოზიცია კი რევოლუციურ სცენარს. არავის უნდა ე.წ. კოაბიტაცია და პატიოსანი არჩევნები.

მიუხედავად დაბალი მოლოდინებისა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ პოლიტ.ელიტით.”- წერს ბაია პატარაია.

  •  
  •  

8 Comments

  1. ანონიმური

    მაგის გარეშეც ცხადი იყო რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი არ აქვს,ზუსტად იმ ხალხის გამო ვისაც ვხედავთ პოზიცია ოპოზიციაში.

  2. ბათუ

    ბათუმში ჩატარებული მიტინგი მოგეწონათ? იქ ხომ უმეტესობა არ იყო ბათუმელი,ჩამოყვანილი ხალხით პარკის ტერიტორია ნიღბების და დისტანციის გარეშე აავსეს. .ვაშაძეს მაინც უთხარით ტრიბუნასთან როცა დგება ხელი მაღლა თითების გაშლით გ ი ჟ ს რომ გავს, დაემართება ვირუსი და მანვე მოკითხოს კორონას…

    1. ანონიმური

      მე დენდროპარკთან უფრო მომეწონა!

  3. koko

    მოიცა ტკვენ არ იკავიტ გაკვიროდიტ, გახსენიტ საზგვრები,მოხსენიტ კარანტინი,ეხლა რა უკუგმა ლაპარაკობტ.ნურც მოპრინდები და ნურც გაპრინდებიო,ტკვენი საკმე ეგრეა ოპოზიციავ.

    1. კოტე

      მართალს ამბობთ

  4. ანონიმური

    განსაკუთრებით ნაცებს კიდიათ ფეხებზე, თუ სიმართლე გინდათ

  5. ანონიმური

    ამ ქალმა ყოველ ჯერზე რამე სისულელე რომ არ თქვას, არ შეუძლია ისე

  6. ლია

    როგორ ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებს ყველა სათავისოდ, პოზიციაც და ოპოზიციაც
    მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არჩევნებია???
    ყირამალააა კი მთელი დედამიწა!!!!!?!?!???

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.