არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება ქართველ პოლიტიკოსებზე ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტები

“ლელოს” ქალთა საბჭო განცხადებას ავრცელებს, საკითხი  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებას ეხება. 

როგორც საბჭოში აცხადებენ, სულ უფრო მეტად იზრდება ქართველ პოლიტიკოსებზე ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტები, რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ მათზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე.

“ლელოს” ქალთა საბჭოს წევრის, მედეა მეტრეველის თქმით, ასევე საფრთხის ქვეშ დგება არჩევნების სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ გარემოში ჩატარების საკითხი. 

“განსაკუთრებით საგანგაშო და დაუშვებელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით მანიპულირება და შანტაჟი, რაც დღევანდელი ხელისუფლების ხელში წლებია, მანკიერ პრაქტიკად იქცა და შესაბამისი ორგანოების მხრიდან არასდროს არ ხდება ასეთ გახმაურებულ შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. “ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს წევრები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს და განსაკუთრებით ქალს, ვინც გახდა ან შესაძლოა, გახდეს მსგავსი ზეწოლის მსხვერპლი და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა მოხდეს მყისიერი რეაგირება და მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთა,”- აცხადებს მედეა მეტრეველი.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    რით ვერ დაიღალეთ ლელოს წევრები ხაძარაძის ყლის წოვით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.