„არის იმედი, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი 3 პაციენტის გადარჩენაც მოხერხდება“

ჩვენ კლინიკაში სულ 44 პაციენტი მკურნლობდა, მათგან 10 გაჯანმრთელებული გაეწერა და ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა, მათ შორის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

თენგის ცერცვაძის განცხადებით, ახლა ინფექციურ კლინიკაში 34 პაციენტი რჩება და მათგან 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„ერთი გადაცილებულია 80 წელს, ხოლო ორი გადაცილებულია 60 წელს და მათ აღენიშნებათ მძიმე თანმხლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია და მათი მდგომარეობა სერიოზულია, თუმცა ყველაფერი კეთდება მათი სიცოცოხლის გადასარჩენად. არის იმედი, რომ ამ სამი საციენტის გადარჩენაც მოხერხდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა შედარებით ნაკლებად მძიმე, ან მსუბუქია“ – განაცხდა თენგიზ ცერცვაძემ.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ესეთი პოზიტივი მნიშვნელოვანია თქვენი მხრიდან

  2. ანონიმური

    გაიხარეთ წარმატებებს გისურვებთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.