არის თუ არა ჩვენთან გავრცელებული ვირუსი განსხვავებული გენოტიპის? – რას ეუბნება „ალიას“ ბიძინა კულუმბეგოვი

„იმ ტიპის ვირუსი, რაც საქართველოში ცირკულირებს, ჰგავს იმას, რაც იყო ჩინეთში, ანუ პირველ წყაროს. ცოტა სახეცვლილი ფორმაა, როგორც ჩანს, ევროპის კონტინენტზე“

„ალიას“ ესაუბრება ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი:

– არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში კორონავირუსის სხვა გენოტიპია გავრცელებული, უფრო სუსტი, ვიდრე სხვა ქვეყნებში – მაგალითად იტალიაში –  რამდენად მართალია?

– სუსტია თუ ძლიერი, ამას ასე ვერ დავადასტურებ, მაგრამ იმ ტიპის ვირუსი, რაც საქართველოში ცირკულირებს, ჰგავს იმას, რაც იყო ჩინეთში, ანუ პირველ წყაროს. ცოტა სახეცვლილი ფორმაა, როგორც ჩანს, ევროპის კონტინენტზე, იტალიიდან გავრცელებული. ასე არის ნამდვილად, მაგრამ როგორ და რა მიზეზით, არავინ იცის.

– საუბარი იყო იმაზე, რომ იტალია არ იცავს წესებს ეპიდემიის დროს და ამიტომ გაექცა, მაგრამ გაექცა ესპანეთსაც. გამოდის, რომ უფრო გენოტიპზეა დამოკიდებული და არა წესების დარღვევაზე?

– არანაირ გენოტიპზე, ეს მეცნიერულად დადასტურებული არ არის, ჯერჯერობით მეცნიერულად ეს არავინ იცის და არ არის განსაზღვრული, იქ უფრო აგრესიულია თუ არა. ჩინეთის მაგალითზე რომ ვთქვათ, 80 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, 3000 გარდაიცვალა და 3000 კრიტიკულ მდგომარეობაში ჰყავს ჩინეთს. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების 50 პროცენტზე მეტია, შესაძლოა, ვერ გადარჩეს, სამწუხაროდ. ამიტომ, ამ დროისთვისაც, არ არის მარტივი მდგომარეობა ჩინეთში. არც იმის თქმა შეიძლება, რომ თავდაპირველად იყო ჩინეთში მარტივი მდგომარეობა. ჩინეთმა მოახერხა გადაცემის ჯაჭვის შეწყვეტა იმ მძიმე სიტუაციაში ძლიერი კარანტინით.

ამიტომ ვირუსის შტამის კლინიკურ თავისებურებებზე ჯერ არავინ ლაპარაკობს, არცერთ სამეცნიერო სტატიაში არ წერია, რომ იტალიაში მძიმედ მიმდინარეობს მდგომარეობაა და ჩინეთში ყველა კარგად იყო. არ იყო კარგად, სიკვდილიანობა იქაც მაღალი იყო, ახლაც არიან კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი ადამიანები მრავლად – 3000-ია მათი რიცხვი, რომელთა უდიდესი ნაწილი შეიძლება 50 პროცენტზე მეტი ვერ გადარჩეს და ესეც სიკვდილიანობის რიცხვს დაემატება მომავალში. ამიტომ ეს არ არის ჯერ სწორი მიდგომა. თვითიზოლაციის და კარანტინის პირნათლად შეუსრულებლობა, ამაში ადანაშაულებენ იტალიას და შემდეგ გავრცელდა მთელ ევროპაში.

– საუბარია იმაზეც, რომ გრიპის ვირუსისგან მკვეთრად განსხვავდება ეს ვირუსი. თუმცა მყარი არგუმენტი ვერ მოვისმინე – მაინც რითი განსხვავდება?

– კლინიკური მიმდინარეობა და ფორმები ერთი და იგივე აქვს, რა თქმა უნდა, გრიპის პანდემიებს თუ არ შევეხებით და ჩვეულებრივ გრიპზე ვიტყვით, თორემ, პანდემია იყო 2009 წელს ეიჩ1ენ1 როცა იყო, ახლა კი უკვე ეს ჩვეულებრივი, ყოველწლიური გრიპია, რადგან ახალი შტამი ღვთის წყალობით არ არის. ცირკულირებს, მოსახლეობამ, მსოფლიოს უდიდესმა ნაწილმა ბუნებრივი გზით ამის იმუნიტეტი გამოიმუშავა და მიუხედავად ამისა, მაინც ათიათასობით ადამიანი იღუპება, მით უფრო თუ ქრონიკული დაავადებები აქვს, ეს ვირუსი კლინიკურად რომ შევადაროთ, შეიძლება ითქვას მსგავსია, ახასიათებს ისეთი მიმდინარეობა, რაც ახასიათებს გრიპსაც და ამ ახალ ვირუსსაც. გართულებები, ძირითადად ეს არის პნევმონიის გამოწვევა, ანუ ფილტვის ანთება ვირუსით გამოწვეული. თუ ვირუსულ პნევმონიას დიდი მოცულობით უჯრედის დაზიანება მოჰყვა, მოჰყვა ვთქვათ სუნთქვის უკმარისობა, დისკრეციის განვითარება და სხვა ორგანოების ჩართვა პროცესში, ეს არის კრიტიკული პაციენტი, რომლის გადარჩენის ალბათობა 50 პროცენტზე ნაკლებია. ხდება სისხლში ინფექციის შეჭრა, მეორადი ბაქტერიები აქტიურდება ამ დროს, როცა იმუნური სისტემა მკვეთრად ქვეითდება ამ ვირუსის შეჭრის გამო და ადამიანს სეფსისი ემართება, ანუ სისხლის მოწამვლა.

– ანუ გარდაცვალების მიზეზი მაგ დროს არის სეფსისი?

– მძიმე პოლიორგანული უკმარისობა, ასე ჰქვია ამ მოვლენას, ანუ ბევრი ორგანო მუშაობას წყვეტს მუშაობას, ფილტვები, ღვიძლი, ელენთა, გული და ა.შ. სხვა ვირუსისგან განსხვავება არის ის, რომ არის ახალი, წამალი არ გვაქვს არავითარი და არ გვაქვს ასევე ვაქცინა, განსხვავებით გრიპისგან, ამიტომ ეს უფრო საშიშია, ჩვენც მოუმზადებლები ვართ ჯერჯერობით.

შეიძლება ითქვას, რომ ზუსტად იმიტომაც, რომ ახალია და არ ველოდით ამ ტიპის პანდემიას, მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციაც მოუმზადებელი შეხვდა რეკომენდაციის გაცემის კუთხით?

– არა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვალდებულება ზოგადად არის რეკომენდაციების გაცემა, მას არა აქვს ის პრიორიტეტი, რომ წამალი და ვაქცინა შექმნას ახალი. ყველა მოუმზადებელი შეხვდა, ჯანმო, რასაც ვაკვირდები მის აქტივობას მოწოდებებით ჰიგიენის დაცვით და თვითიზოლაციით, კარანტინით და ა.შ. და ა.შ. – მუშაობს სწორად. ეს არ არის გაერო და უშიშროების საბჭო, რომ თქვას და სავალდებულო შესასრულებელი იყოს ქვეყნებისთვის. ყველა პასუხისმგებლობა თითოეული ქვეყნის ადმინისტრაციას და ხელისუფლებას ეკუთვნის. 

როცა გეუბნებიან უნდა დარჩე სახლში და იზოლაცია არის მნიშვნელოვანი, ეს უნდა გაითვალისწინო პირნათლად. აქ არ უნდა იფიქრო, რომ ჩემთან ეს არ მოვა, ეს არის მტერი. მაინცდამაინც ბომბები ხომ არ უნდა ცვიოდეს, ომი ხომ არ უნდა იყოს. სწორედ ეს ვირუსებია ბომბები, რომლებიც ისე გადაადგილდებიან ჩვენს ირგვლივ და ისე არიან დაწებებული მიწაზე, ნიადაგზე, სახელურზე, ლიფტის ღილაკზე, ყველაფერზე ჩვენს ირგვლივ, რომ არ ვიცით სადაა, ამიტომ ნებისმიერ დროს შეიძლება ჩვენი არასწორი მოქმედება სასიკვდილო განაჩენის საფუძველი გახდეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას რაც უნდა გაეკეთებინა ამ ეტაპზე, მოწოდების კუთხით, გააკეთა, მეტი რა მოლოდინი უნდა გვქონოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან?

– მე, როგორც რიგით ადამიანს, გეტყვით, რა მოლოდინი გამიმტყუნდა. მაგალითად, თავიდან განცხადებები ყველგან კეთდებოდა, რომ ეს ვირუსი არ არის მომაკვდინებელი, ნუ დაარქმევთ სასიკვდილო ვირუსს, გრიპს ჰგავს და ა.შ. და ამ განცხადებებმა, მერე ზუსტად იჩინა თავი მოქალაქეთა გაუფრთხილებლობაში. იტალიის შემთხვევაშიც, როცა დაიწყო პირველი სიკვდილიანობა, ჯანმომ გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ყველა ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს თავისი საკუთარი სტრატეგია. შემდეგ ხალხს დარჩა შთაბეჭდილება, რომ თითქოს მიატოვეს იტალია. არ დაეხმარნენ. რეალურად, რამდენად შეუძლიათ დახმარება?

– ვერ გეტყვით ამაზე, ჯანმოს რეკომენდაციები ყველამ იცის, ეს ორგანიზაცია ღია მოწოდებებით გამოდის და რეკომენდაციები ქვეყნდება. თუკი ქვეყანა სთხოვს დახმარებას ვირუსის აღმოჩენაში, გაშიფვრაში და ა.შ. – ყოველთვის ეხმარება. იმიტომ არსებობს ქვეყნები და მთავრობები, ჯანდაცვის სამინისტროები და ინსტიტუტები, მაგალითად, ამერიკის ინფექციის ინსტიტუტი, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი – რომელიც პასუხისმგებელია ამერიკის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი პასუხისმგებელია ევროკავშირში 300 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობაზე. ჯანმო არ არის წამყვანი – ამერიკის შეერთებული შტატები საერთოდ არ არის ჯანმოს წევრი. ამერიკა საერთოდ არ აღიარებს ჯანმოს, მას აქვს თავისი ინსტიტუტები და ეყრდნობა მათ რეკომენდაციებს. მე ვფიქრობ, რომ ყველა თვალსაზრისით, უნდა მომხდარიყო ევროკავშირის სტრუქტურების მყისიერი მოქმედება ევროპაში და არა, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის,

რომლის გენერალური დირექტორი იძახოდა, რომ ეს ვირუსი  არ არჩევს რასას და არ არჩევს სქესს, არ არჩევს თანამდებობის პირს და ის მოქმედებს აგრესიულად და დარჩით სახლშიო. ეს საწყალი კაცი სულ ამას იძახის, რაც თავი მახსოვს, მაგრამ, როგორც ჩანს არ მოვუსმინეთ სათანადოდ. ყველამ შეხედა, რომ ეს არის ჩინური პრობლემა. მე ევროპაში იანვარში ვიყავი და ვუყურებდი, ყოველი მეორე ტურისტი იყო ჩინელი, შვეიცარიაში ვიყავი, ადგილობრივებს რომ ვეკითხებოდით, ამბობდნენ, ეს ჩინელი ტურისტია და ყველა ადამიანს ხომ არ შევუზღუდავთ აქ ჩამოსვლას, ჩვეულებრივ ვაგრძელებთ ცხოვრებას, აქ საპანიკო რა არის, ვერ ვხედავთო. აი, ასეთი ტენდენცია იყო ევროპაში. არც აეროპორტში ამოწმებდნენ, ჩვენთან უფრო მეტი შემოწმება იყო იანვრის ბოლოს, მეტი მობილიზება და ჩვენ ვთხოვდით, სოციალური ქსელი აფეთქებული იყო და ამანაც იმოქმედა! ჩვენ პატარა საზოგადოება ვართ, მცირე და სახელმწიფო ასე თუ ისე, საბედნიეროდ, ხალხის ზეგავლენას, მაჯისცემას და მოწოდებებს ითვალისწინებს.

ჩვენთან ამაზე დაიწყო ძალიან ადრე ფორიაქი, მაშინ როცა ჩვენ საერთოდ არცერთი შემთხვევა არ გვქონდა. ამან მოგვიტანა ის შედეგი, რაც ევროპაში არ მოიტანა, ჩვენ გვაქვს ძალიან ნელი დინამიკა და დღის განმავლობაში არ აღემატება რამდენიმე ერთეულს, როცა ევროპის ქვეყნები თითოეულ დღეს ასი და ათას ახალ შემთხვევას ადასტურებენ. ამ მხრივ ჩვენ ვართ საბედნიეროდ ნელი გავრცელების ქვეყანა და თუ ამ დინამიკას შევინარჩუნებთ, ამასობაში ან ვაქცინა წამოგვეწევა და ან ეპიდემია თვითონ დაამთავრებს ასე ვთქვათ, არსებობას და არ იქნება ისეთი აგრესიული. ვირუსი არ არის ცოცხალი არსება, ის თუ არ არის მასპინძელში, დაახლოებით ასეთია – ფლეშკაზე რა ინფორმაციაც არ უნდა მქონდეს, თუ უესბეს პორტში არ მოვათავსე, ვერც დავინახავ იმაზე არსებულ ინფორმაციას. ვირუსი არის სწორედ ეს ფლეშკა, მაგრამ ჩვენ ვჭირდებით, რომ შეგვიერთდეს, რათა მერე დაიწყოს ინფორმაციის გავრცელება და ადამიანიდან ადამიანზე გავრცელდეს. ამიტომ ვირუსი თვითონ დამოუკიდებლად არაფერია და თუ ეს ჯაჭვი გაწყდა და ამ თვითიზოლაციით და ამ ღონისძიებებით არ მივეცით ახალ-ახალ ადამიანში გადასვლის შესაძლებლობა, აუცილებლად რამდენიმე ხანში დასრულდება. ბილ გეიტსმა თქვა, ექვსიდან ათი კვირა, თუ ჩვენ კარგ თვითიზოლაციას გავაკეთებთ, ეპიდემია დამთავრდება და ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდება მსოფლიოშიც და ჩვენს ქვეყანაშიც.

„ალია“, თამო კეშელავა

  •  
  •  

კომენტარი

  1. მედეა1

    ბოლო წინადადება შესანიშნავია, გაიხარეთ, ჩემო ბატონო 6-10 კვირა როგორ ვერ გავძლებთ სახლებში გამოკეტილი! აკაკი ზოიძემ დაგვზაფრა—სექტემბრამდე გასტანსო ეს ეპიდემია. ექიმი ქვია მაგასაც! სიგარეტების გაძვირების მეტი არაფრით არ დაგვამახსოვრა თავი, გ ა ი ა ფ ე ბ ე ბ ი ს ნაცვლად 2-3 ჯერ გააზრდევინა ფასი კ ა პ ი ტ ა ლ ი ს ტ მეთამბაქოელებს,აქაოდა ევროკავშირმა მოგვაწოდა ეს იდეა—გააძვირეთ სიგარეტი ნაკლებს მოსწევს ხალხი და გამოჯანმრთელდებიანო, ამას რომ ექიმი დასწერს–მისი ფსიქოანალიტიკური უნარი –ხომ აღგაფრთოვანებს. იქ, ევროკავშიორში ჩვენისთანა ღ ა რ ი ბ ი მწეველები რომ არ არიან იცის მან? 5,2 ლარი არის მინიმუმიო—სადაა ამდენი შემოსავალი? თამბაქოს წევის მიტოვება კი ძალიან ბევრს უ ჭ ი რ ს , მითუმეტეს, ახლა, როცა სანერვიულო გაგვიათმაგდა!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.