არის თუ არა საკმარისი არსებული პენსია? – რომან კაკულიას პასუხი

„პენსიების ინდექსაცია ნიშნავს იმას, რომ ის პირდაპირ მიბმული იქნება არა ამა თუ იმ პიროვნულ გადაწყვეტილებასთან, არამედ მთლიანი შიდა პროდუქტი, ზოგადად ქვეყნის განვითარების ტენდენციები იქნება ასახული პენსიაზე და ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

რომან კაკულია მიიჩნევს, რომ არსებული პენსია მიმდინარე პრობლემების ფონზე არ არის საკმარისი.

„არის თუ არა საკმარისი არსებული პენსია? დღევანდელ გამოწვევებს ვგულისხმობ, მნიშვნელოვანია ვნახოთ მთლიანად საბიუჯეტო ცვლილებები, რომელიც ახლა ამ პროცესებთან დაკავშირებით მოხდება.

შევაფასოთ მთლიანობაში ერთად, რა მოიკლო ამ მთავრობამ თავისთვის, რა პროგრამები შეკვეცა, რამდენად შეძლო მაქსიმალური თანხების მოზიდვა და შემდეგ როგორ გაანაწილა თანხები სოციალურ დახმარებისათვის.

ვინც მთლიანობაში გააკეთებს ამ ანალიზს, ჩემი აზრით, მას აქვს კომპეტენტური აზრის გამოთქმის უფლება იმასთან დაკავშირებით რამდენად რელევანტური იყო თუ არ იყო რომელიმე სექტორში ფულის დახარჯვა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    mtavaria bidzo ikos kargad da vikmarebt rogorme ui bidzinistebo ojax miteslilebo borotebo mcovelebo

    1. ანონიმური

      metrevelis tamadobit

  2. ანონიმური

    metreveli pulebi ginda sakubove kostumiro sheanacvlo da imitom apravep qocebs

  3. Х

    ნუ გაზრდიან პენსიებს. ნაცებსაც პენსიონერებიმა
    დააკარგვინეს ხელისუფლება. ეხლა ყველაზე მძიმე პერიოდი უდგათ პროდუქტის ფული არა,წამლის ფული არა , ტრანსპორტი არა.ტაქსის ფული რომ ქონდეთ ,საკუთარ ტრანსპირტსაც ხომ იყიდიდნენ. ის უფრო იაფი ჯდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.