არის თუ არა ზიარების კოვზი ვირუსის გადამტანი? – ტიკარაძის პასუხი

არის თუ არა ზიარების კოვზი ვირუსის გადამტანი, – ეს შეკითხვა დაუსვევს ჟურნალისტებმა დღეს ბათუმში მყოფ ჯანდაცვის მინისტრს. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მედიცინაში დასკვნების გაკეთება მხოლოდ მტკიცებულებების საფუძველზეა შესაძლებელი.

მინისტრის თქმით, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუკი ჩატარდება შესაბამისი მეცნიერული კვლევა

„მეცნიერებასა და მედიცინაში მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი უნდა იყოს ეს ყველაფერი. სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, შესაბამისად, ამის შესახებ მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ. საჭიროა მეცნიერული კვლევა. თუკი ამ კვლევას ჩავატარებთ, შესაბამისად შემეძლება, გაგცეთ პასუხი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

1tv.ge

  •  
  •  

კომენტარი

  1. შედევრი

    მდააა… რომელ მედიკოსებს—საქრთველოს— სასაცილოა ,თუ ჯამ-ოს მედიკოსებს რომელსაც ტრამპიც აღარ ენდობა,დაფინანსება შეუწყვიტა და ბევრს დასაჭერად დაზდევს(ვაქცინების და ვირუსების,ადრენოხრომის…)…თქვენსკენ ხომ არ ბნელა?. თუ მაგრები ხართ,ადამიანზე,მკვლელი 5g ზემოქმედება შეისწავლეთ(მეტი არაა მტერი!)

  2. ანონიმური

    ჩაატარონ ექსპერიმენტი, დაავადებულის ნახმარი კოვზით აზიარონ 100 კაცი და ნახონ რამდენს აღმოაჩნდება ვირუსი.

    1. ანონიმური

      კარგი იდეაა👍🏻აქამდე, ორი სამი კვირის წინ უნდა ექნათ

  3. ანონიმური

    გასულია……

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.