“არის თუ არა ამერიკაში რასიზმი?” – აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი, ზურაბ გურული, წერს:

“არის თუ არა ამერიკაში რასიზმი?
საკმაოდ ცბიერი შეკითხვაა.
ამერიკის სახელმწიფოში, როგორც ინსტიტუტში, რასიზმი არ არის!
ეს არის ფაქტი. ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკა, კანონმდებლობა, საზოგადოებრივი წყობა არის მკვეთრად ანტირასისტული და იმდენად დემოკრატიული, რამდენადაც ეს შესაძლებელია ჩვენს პლანეტაზე თანამედროვე ეპოქაში. ამიტომ, ყველა ის ადამიანი რომელიც აცხადებს რომ ამერიკის სახელმწიფოში რასიზმს აქვს ადგილი, არის პროვოკატორი.
გვხვდება თუ არა ამერიკის სოციალურ ინსტიტუტებში რასიზმის ელემენტები?
დიახ, გვხვდება. ამერიკაც თავისი წარსულიდან მოდის და ჩაგრულთა და მჩაგვრელთა ორნახევარსაუკუნიანი ისტორია სრულიად ვერ გაქრებოდა. ეს ისტორია ადამიანების ცნობიერებაში ისევ იხარშება და დუღს. ამერიკა რასიზმის ყოველგვარ გამოვლინებას ებრძვის; ებრძვის უმკაცრესად და რაც მთავარია, ებრძვის განათლებით. განათლებას მოაქვს სიყვარული, პატივისცემა და შემწყნარებლობა. ამიტომ აქვთ ყველანაირი ხელშეწყობა ყოფილ ჩაგრულებს საგანმანათლებლო სფეროში.
რასიზმი ძალადობაა უპირველეს ყოვლისა და დემოკრატიული სახელმწიფოს მთელი ხიბლი იმაშია, რომ ძალადობის პრობლემის ძალადობით გადაჭრას არ ცდილობს. ნოსტალგია რევოლუციებზე, სისხლზე, ცეცხლზე და ნგრევაზე მხოლოდ უმწიფარ, დაკომპლექსებულ ადამიანებს აქვთ. მხოლოდ ასეთებს მიაჩნიათ ძალადობრივი პროტესტი ნორმად, რადგან ისინი ან თავად ცხოვრობენ არადემოკრატიულ ქვეყნებში, ან ვერ შეძლეს დემოკრატიული სახელმწიფოს მონაპოვრების სრულფასოვნად გააზრება და ისევ ადრეული საუკუნეების რევოლუციურ ხიბლში პოულობენ ფსევდოინტელექტუალურ ტკბობას და ამით იკმაყოფილებენ საკუთარი სოციალური იმპოტენციით გამოწვეულ ვნებებს.
ამერიკა არ იმსახურებს რასიზმის ბრალდებას. არც პრიმიტიული ინსტიქტებით პროტესტის გამოხატვას იმსახურებს ამერიკა. ამერიკა პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა იმიტომ, რომ ყველაზე თავისუფალი ამ ქვეყანაშია ადამიანის ოცნება და ამბიციები. ყველაზე დიდი გასაქანი ადამიანის ფანტაზიასა და მოტივაციებს ამერიკაში აქვს და ამის მაგალითი თუნდაც რამდენიმე დღის წინ კოსმოსში ერთი ადამიანის ოცნებითა და ჟინით შექმნილი და კოსმოსში გაშვებული რაკეტაა.
ამერიკას სასირცხვილო არაფერი სჭირს. სრულად აცნობიერებს იმას, რომ ადამიანი არასრულყოფილი, არაიდეალური არსებაა და ამიტომ, თავისი სახელმწიფო ინსტიტუტების მეშვეობით მაქსიმალურად ცდილობს, ადამიანური ცდუნებები რეგულირებად ჩარჩოებში მოაქციოს. მოაქციოს ისე, რომ იმავდროულად არ დათრგუნოს ადამიანის წარმატების უდიდესი მოტივაციები და ამით სამუდამოდ არ შეაჩეროს პროგრესი. ძალიან რთულია ამ ბალანსის დაცვა და ამერიკისთვისაც არ წარმოადგენს ადვილ ამოცანას.
ამერიკა წარმატებით გადალახავს დღევანდელ გამოწვევებსაც, რადგან ამერიკა არ არის მხოლოდ კოსმოპოლიტური მეგაპოლისები, ამერიკის ნამდვილი სული მის პერიფერიებშია და ამ პერიფერიების სისხლსა და ხორცზე დგას ამერიკული ბალანსის საოცარი სიმყარე.
ამერიკის სიძლიერე მის დინამიურობაშია. ის არ აჩერებს ზრდასა და განვითარებას. რაც მთავარია, არ თრგუნავს ადამიანის თავისუფალ ნებას არცერთი მიმართულებით.
ამერიკამ კარგად იცის რომ ადამიანის პრიმიტიული ქვეცნობიერი უცვლელია და რომ ამას არაფერი შეცვლის. მხოლოდ განვითარებული ცნობიერი აკონტროლებს ქვეცნობიერის პრიმიტიულ სისასტიკეს და ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც ამ პრიმიტივიზმის გასაფურჩქნად ნიადაგს შექმნის, მომენტალურად გამოიწვევს ცნობიერის დათრგუნვას. ამიტომ არის კონსტიტუციის “მეორე შესწორება” ისევ აქტუალური დღესაც და ამიტომ ვერ და არ დაუშვებს ამერიკა პროტესტის ძალადობრივ გამოხატვას. მას ამის ძალა შესწევს.”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ამერიკაში მიგრაციის დიდი რიცხვი ხელს უშლის რასიზმის აღმოფხვრას.იქ მე რომ მკითხოთ ახლად შემოსულ შავებს უფრო აქვთ თეთრკანიანების დაჩაგვრის ფონზე საკუთარი თავის რეალიზების მცდელობა.ბევრი ქართველი ვცდილობთ არ დავიწყოთ მუშაობა სადაც შავებთან გვიხდება შეხება,იმიტომ რომ ადრე თუ გვიან გარანტირებული გვაქვს მათგან სრულიად უსაფუძვლოდ არასასურველ სიტუაციაში აღმოჩენა,რაც საბოლოოდ ჩვენი სამსახურის დატოვებით დასრულდება,ამიტომ სჯობია ასეთ ადგილას საერთოდ არც დავიწყოთ მუშაობა.

  2. ნათი

    აი გამოჩნდა ისევ ჩვენი ექიმი-პოლიტიკოსი, რა ყველა დარგში და მის გაანალიზებაში პროფესორი ხარ?

  3. ჯუდე

    ოჰო გამოჩნდა ჩვენი ყოვლისმცოდნე! სად იყავი თავი რომ მოგვანატრე.

  4. ანონიმური

    ეს ექიმ პოლიტიკოს სოციოლიგ და კიდევ რაღაც ჯანდაბალოგი გურული კიდევ გამოჩნდაა?

  5. ანონიმური

    რასიზმი რომ ყოფილიყო,ობამა პრეზიდენტი ვერ გახდებოდა.წერტილი!!!

  6. ანონიმური

    სუფთა გამოთაყვანებული სიფათი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.