„არაფრის მსხვერპლი არ ვყოფილვართ, არც ძალადობა გვინახავს ოჯახში“ – თამუნა ბაჩალიაშვილის ძმა

თამარ ბაჩალიაშვილის ძმა გიორგი ბაჩალიაშვილი პირველი საჯარო განცხადების შემდეგ “კვირის პალიტრასთან” საუბრობს მისი ოჯახისა და დის შესახებ.

“ჩვენს ოჯახზე არაერთი შეურაცხმყოფელი რამ გავრცელდა. ეს ვეღარ ავიტ­ანე და პირველად გამოვთქვი საჯაროდ ჩემი გულისტკივილი. მამაჩემი მოძალადე­ არ არის. კამათი ყველა ოჯახში ხდება. თითქოს მე და ჩემი და ძალადობის მსხვე­რპლი ვიყავით, სიცრუეა. მე და თამუნა სულ ხელჩაკიდებული ვიყავით, ყოველთვის, რასაც ის განიცდიდა, იმავეს განვიცდიდი მეც დამერწმუნეთ, არაფრის მსხვერპლი არ ვყოფილვართ, არც ძალადობა გვინახავს ოჯახში.

როცა მუშაობდა, სულ გვერდით ვეჯექი. იყო შემთხვევები, რაღაც არ გამოსდიოდა და ნერვები ეშლებოდა. გულჩათხრობილი და დეპრესიული არ მახსოვს. თვითმკვლელობას იმიტომ გამოვრიცხავ, რომ ჩემს დას კარგად ვიცნობდი. ჩემი და სულ საქმეში რომ იყო ჩართული.

ბინძურ დეზი­ნფორმაციას ავრცელებენ, მაგრამ ვინ ავრცელებს და რა მიზნით, არ ვიცი. მინდა დასრულდეს ეს კამპანია. ამდენ ხანს ჩუმად­ ვიყავი, მაგრამ იმდენ რამეს ვხედავ და ვისმენ, აღარ შემიძლია.

– ბაჩანა ლობჟანიძე შენთან თუ უხსენებია თამუნას?

– ამ ტრაგედიამდე მისი სახელი არ მსმენია. არ ვიცი, ვინ არის და რა უნდა.

– ელექტროშოკერი რაში სჭირდებოდა თამარს, არ უთქვამს?

– არა, მაგრამ ჩემი და სულ საქმეში რომ იყო ჩართული, არც მე ვიყავი წინააღმდეგი ჰქონოდა, ჩვეულებრივი თავდაცვის საშუალებაა. დღეს ბევრ ახალგაზრდას აქვს ელექტროშოკერი.”

“კვირის პალიტრა”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.