არასრულწლოვან შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით ქარელში 80 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1940 წელს დაბადებული ა.კ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ქარელში დააკავეს.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ფიზიკურად იძალადა თავის შვილიშვილზე – 2006 წელს დაბადებულ მ.კ.-ზე. ბავშვმა ძალადობაზე ინფორმაცია მიაწოდა სოციალურ მუშაკს, რომელმაც აღნიშნულის შესახებ პოლიციას შეატყობინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  •  
  •  

7 Comments

  1. სტალინი

    ჯერ სად ხართ. . .ციხეები არ გეყოფათ. . .მიდით მიაწეთ ბავშვებო დედები მამები სროკეთ და იყავით. . .

  2. ანონიმური

    პავკა მოროზოვების დრო მოდის,თორემ 80წლის კაცმა 14 წლის ბავშვი როგორ უნდა ცემოს,გაიქცეოდა მაინც,თუ ასე გაცოფდა მოხუცი

  3. ანონიმური

    ვერ ხვდებით, პენსიების გამო აგიჟებენ ამ მოხუცებს!!! ოჯახებში მხოლოდ მოხუცის ფული შედის, სხვა არაფერი! იმიტომაც დაიწყეს ერთმანეთის ცემა-კვლა!

  4. ანონიმური

    კარგად მუშაობენ ჩვენი სამართალდამცავები

  5. ანონიმური

    სამართალს ვერავინ ვერსად გაექცევა

  6. mơ thấy con mèo đánh con gì

    843474 615202I agree with most of your points, but several want to be discussed further, I will hold a small talk with my partners and perhaps I will look for you some suggestion soon. 962389

  7. Harold Jahn

    63508 658986Hey! Very good stuff, do tell us when you lastly post something like this! 991896

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.