არასდროს ვიქნებით ოპოზიციური ძალა, რომელიც სხვა ოპოზიციური პარტიების ჩაძირვით იქნება დაკავებული, ჩვენი მთავარი ამოცანა აღმშენებლობის სტრატეგიის განხორციელებაა – გიორგი ვაშაძე

 „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქართულ ეკონომიკას ორი დიდი პრობლემა გააჩნია – ლარის კურსი, რომელიც ყოველდღურად უფასურდება და მაღალპროცენტიანი სესხები. რა პერსპექტივები გააჩნია ქართულ ეკონომიკას და რა აუცილებელი ნაბიჯებია გადასადგმელი მისი გაჯანსაღებისთვის, ვაშაძე  სიღმისეულ ცვლილებებში ხედავს, რომელიც ძირითად დამსხვრეული ოცნებების მთავრობის წასვლით არის შესაძლებელი. ამასთან, ემიჯნება ნებისმიერ დაპირესპირებას პოლიტიკურ პარტიებს შორის და მისი პოლიტიკური ძალის  უმთავრეს ამოცანას, ქვეყნის კრიზისის დაძლევა და აღმშენებლობა წარმოადგენს.

“ სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდს გვაქვს აღმშენებლობის მოქმედება და სტრატეგია, რომლის მოქმედებაში მოყვანაც გვინდა. შესაბამისად, კატეგორიულად ვემიჯნებით აბსოლუტურად ყველა კინკლაობას, ვერ ჩაგვითრევს ვერც ერთი კინკლაობაში, რაც არ უნდა ტალახის სროლა იყოს და თავდასხმა ჩვენთან მიმართებაში, კატეგორიულად გამოვრიცხავთ პასუხს. ერთადერთი, რაზეც ვსაუბრობთ ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის მძიმე კრიზისიდან დახსნა და ხალხის შველა. გვაქვს კრიზისის დაძლევის კონკრეტულად შემუშავებული სტრატეგია და მხოლოდ ამაზე არის კონცენტრირებული ჩვენი კამპანია. არასდროს არ ვიქნებით ოპოზიციური ძალა, რომელიც სხვა ოპოზიციური პარტიების ჩაძირვით იქნება დაკავებული. უმთავრესი, რაზეც ვფიქრობთ ეს არის აღმშენებლობა, და ამ აღმშენებლობის სტრატეგიის აღმშენებლობაში მოყვანა” – აცხადებს გიორგი ვაშაძე

  •  
  •  

3 Comments

  1. ბათუ

    ამას უკვე პრემიერი გონია თავი…ვაი უბედურო საქართველოვ ამათ ხელში. ა რ ა ს დ რ ო ს ი ქ ნ ე ბ ა გ ა ნ მ ე ო რ ე ბ ა

  2. ანონიმური

    თქვენ კიდე დაძრვა გინდა?თ! :დდდ

  3. ანონიმური

    ისემც გიქნიათ დაგიხოციათ თუ გინდათ ერთანეთი რა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.