“არათუ 40%-ს, ამ არჩევნებში 50%-საც გადავცდებით – კოალიცია არ იქნება!”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან მომავალ არჩევნებზე და მის შედეგზე ისაუბრა:

„არც კი ვუშვებ, რომ კოალიციის შექმნის საჭიროება დადგეს იმიტომ, რომ ამ მოდელში არის შესაძლებლობა, რომ 41%-იანი მხარდაჭერიდან დაწყებული, თუ შესაბამის სამაჟორიტარო ოლქებშიც გაიმარჯვებს პარტია, ამ შემთხვევაში მას კოალიციის შექმნის საჭიროება ნამდვილად არ აქვს. აქედან გამომდინარე, არათუ 40%-ს, არამედ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნებში 50%-საც გადავცდებით. ამიტომ კოალიციაზე საუბარი საერთოდ არ იქნება რელევანტური. დამიჯერეთ, „ქართული ოცნების“ გამარჯვება იმდენად მყარი იქნება, რომ ის დააკომპლექტებს არა მყიფე უმრავლესობას, არამედ – მყარს და მასში იქნება იმდენი დეპუტატი, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება,“ – განაცხადა მდინარაძემ.

  •  
  •  

3 Comments

  1. gio

    tahipari kukuri

  2. ანონიმური

    50 რა არის 90 აიღებს მდინარაძე

  3. Keltec Guns for Sale

    411732 610631This really is such an excellent resource that you are offering and you offer out at no cost. I appreciate seeing web sites that realize the worth of offering a perfect helpful resource totally free of charge. I genuinely loved reading your submit. 814368

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.