“ან დავწვათ, ან 5 წლის მერე გადაასვენეო” – ესპანეთში 2 დღის წინ გარდაცვლილის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ესპანეთში, კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ცირა ნაჭყებიას ქმარი, მამუკა ნაჭყებია საზოგადოებას და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, ოჯახი ცირა ნაჭყებიას საქართველოში ცხედრის გადმოსვენებას ვერ ახერხებს, ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით კი, ცხედარს კრემაცია უნდა ჩაუტარდეს, განიხილება მეორე ვერსიაც – ცხედარი ადგილობრივ სასაფლაოზე დაიკრძალოს, რა შემთხვევაშიც ოჯახს გადმოსვენების უფლება 5-დან 7 წლამდე ვადაში ექნება.

მამუკა ნაჭყებია ახლა მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში, ორ კვირიან სავალდებულო კარანტინში იმყოფება და შესაბამის პირებს დახმარებას სთხოვს. „პრაიმტაიმი“ ცირა ნაჭყებიას მეუღლეს მადრიდში დაუკავშირდა:

„ჩემი თხოვნაა ეს საცოდავი გოგო საქართველოში გადმომასვენებინოთ. საქართველოდან რომ მოვდიოდი ბავშვებმა მთხოვეს დედა ჯანმრთელი ჩამომიყვანეო. ჯანმრთელი ვერ მიმყავს და მკვდარი მაინც მივუყვანო თავის შვილებს. უბრალოდ მინდა, რომ ეს საცოდავი გოგო აქ არ დავტოვო. ბავშვები ტირიან, იციან რომ დედა გარდაეცვალათ. მინდა რომ ცირა თავის მიწა-წყალზე დასაფლავდეს და ბავშვებმა შეძლონ მისი ბოლო გზაზე გაცილება. ვთხოვ ყველას, რამენაირად გამოინახოს რესურსები და შესაძლებლობა, რომ ეს გოგო აქ არ დარჩეს.

მამუკა ნაჭყებიამ განაცხადა, რომ დახმარებისთვის ადგილობრივ საკონსულოსაც მიმართა, თუმცა მის დახმარებას ვერ ახერხებენ:

„საკონსულოს მივმართე და მითხრეს, რომ ეპიდემიის გამო გადასვენება ვერ ხერხდება. მეუბნებიან დავწვათ, ან დავასაფლავოთ და 5 თუ 7 წლის შემდეგ შეგეძლებათ საქართველოში გადასვენებაო. აქაური კანონმდებლობით ასეაო. 5-7 წლის მერე სად დავასაფლავო. რა ვუთხრა ბავშვებს, რომლებიც ჭიშკართან ატირებულები ელოდებიან დედას, დავტოვე დედა ესპანეთში და ჩამოვედი საქართველოში-თქო?! გეხვეწებით დამეხმარეთ რამენაირად და თუ გადავასვენებ, საერთოდ არ მივიყვან სახლში, პირდაპირ სასაფლაოზე წავიყვან და დავასაფლავებ“, – ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.

ნაჭყებია ცოლთან ბოლო საუბარსაც იხსენებს:

„20 მარტს დილას ველაპარაკე და კარგად ვარო, ფილტვები ჰქონდა სუსტად და ტიროდა წამიყვანეთ სახლშიო. იმავე დღეს, საღამოს ვურეკავდი, ვერ დავუკავშირდი და დილას მითხრა ჩემმა დამ გარდაიცვალაო.“

ცირა ნაჭყებია, რომელიც წარმოშობით სამტრედიიდან იყო, მეუღლესთან ერთად მადრიდში გასულ თვეს, სიმსივნის სამკურნალოდ გაემგზავრა, 16 მარტს კი კორონავირუსით დაინფიცირდა და მდგომარეობის დამძიმების გამო 20 მარტს, გვიან ღამით გარდაიცვალა.

პრაიმტაიმი

შეგახსენებთ, ცირა ნაჭყებიას ოჯახი სამტრედიაში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, ოჯახმა კეთილი ადამიანების აგროვებული ფულით გადაიყვანა ცირა ესპანეთში სამუშაოდ.

ცირას შვილმა, გიორგიმ “სიკეთის ქალაქთან” ისაუბრა ცოტა ხნით ადრე:

“ამას წინათ მეზობელმა მითხრა სულ რომ გშია ჭიები ხომ არ გყავს მუცელშიო და მე ვუთხარი ჭიები არა, დღეში ორჯერ მშივდება, ბევრია ახლა ეს ?

„ოღონდ დედა არ მომიკვდეს და რა უჭირს, ვისწავლი მშიერი დაძინებას. შიმშილსაც მოვითმენ, ოღონდ დედა კარგად ჩამომიყვანონ“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ამ ქალს რატომღა ვერ ჩამოასვენებთ,თუ იმ კაცს სხვანაირი კორონავირუსი ჰქონდა?

    1. ანონიმური

      Es ramtavrobaa xaoxno yvela ertad chamoasvenon ik raunda shens moqalakes dampalo mtavrobav

  2. ანონიმური

    Mteli eri da beri daudget am gachievebas gverdit,sacodavi axalgazrda dedis datireba da misi saplavis monaxuleba mai c shedzlib udedod darchenilma bavsvebma.gaigvidze mtavroba !!!! G a t e n d a!!!!

  3. tea

    qartveli ar iwveba da bavshvebs deda daubrunet rom mis saflavze yvavilebi miutanon da santeli daunton.ra ver gaiget argaqvt guli argyavt bavshvebi am gaubedurebul bavshvebs ragato umatebt dards .ikneb dafikrdnen 😭😭😭😭😭im pataras rom uyureb vkvdebi xalxo agaramak guli sul vtirivar sul ramoxdeba es gogo gadmoasvenot da chvenc cota shveba bigrdxnot .me bavshvebis dardi makvs rom gaogeben deda dauwves ardaushvat tu cota adamianoba gagagchniat😭😭😭😭😭😭😭

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.