“ანუკიმ 21 თებერვალს დატოვა იტალია” – რა ხდებოდა 21 თებერვალს იტალიაში?

იმყოფებოდა თუ არა თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე იტალიაში ვირუსის აფეთქების პერიოდში – ამ კითხვით ჟურნალისტებმა თბილისის მერს მიმართეს. კალაძემ კი განაცხადა რომ ანუკი არეშიძემ ქვეყანა ვირუსის აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა.

„როდესაც ვირუსის აფეთქება მოხდა ჩემი მეუღლე მილანში არ იმყოფებოდა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე დატოვა იტალია. ზუსტად არ მახსოვს, მგონი 21 თებერვალი იყო, თუმცა ეს იყო მანამდე, სანამ ვირუსის აფეთქება მოხდებოდა“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

რა ხდებოდა 21 თებერვალს იტალიაში?

იტალიაში 21 თებერვალს გარდაიცვალა პირველი მსხვერპლი

” იტალიაში, ახალი კორონავირუსის შედეგად პირველი მსხვერპლი 21 თებერვალს დაფიქსირდა. იგი 78 წლის იტალიის მოქალაქე იყო. მომდევნო მსხვერპლი კი 75 წლის აგრეთვე იტალიის მოქალაქე.” – წყარო – აიპრესი.

22 თებერვალი – იტალია:

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა The Sun იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ქალაქ პადუაში კორონავირუსით 77 წლის კაცი გარდაიცვალა, ლომბარდიის რეგიონში ექიმებმა დაინფიცირებული ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. სულ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა გამოვლენილი.” – წყარო იმედინიუსი

  •  
  •  

კომენტარი

  1. ლელა

    რას ბჟუტურობთ? იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე მაინც გადაამოწმეთ. საერთოდ არეული მონაცემები დაგიწერიათ. ვაი, რა გეშველებათ ალიას და მისთანებს.

  2. ალია, შენ დედა გყავს?

    ალია, გინდა დაამტკიცო, რომ ვირუსის გამავრცელებელი ანუკია, ლოგიკა?, შვილებს, ქმარს არ გაუფრთხილდებოდა, ეჭვად რომ რამე ყოფილიყო?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.