ანტონიუ გუტერეში: არც სომხეთი იმარჯვებს და არც აზერბაიჯანი, Сovid-19 იმარჯვებს

„ბოლო ორი კვირაში სომხეთში კორონავირუსის შემთხვევები გაორმაგდა, აზერბაიჯანში კი 80 %-ით გაიზარდა“, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.

მისი შეფასებით, მიმდინარე კონფლიქტში არც სომხეთი იმარჯვებს და არც აზერბაიჯანი, Сovid-19 იმარჯვებს  და უნდა შევჩერდეთ.

„მივმართავ ყველას, გააცნობიერეთ, რომ პოლიტიკური მოლაპარაკებების და კორონავირუსის დამარცხების მიზნით ძალისხმევის გაერთიანება არის ცეცხლის შეწყვეტის გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთადერთი გამარჯვებული პანდემია იქნება“.- განაცხადა გუტერეშმა Associated Press-სთან საუბრისას.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.