ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულს ბრალს მუქარასა და ხულიგნობაში წაუყენებენ

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალს მუქარასა და ხულიგნობაში წაუყენებენ. რობაქიძეს, რომელსაც ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, გუშინ დააკავეს.

ვახტანგ რობაქიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული. მას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 239-ე მუხლებით წარუდგენენ, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვახტანგ რობაქიძეს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    რაც დათესა ისიც მიიღო

  2. ანონიმური

    რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.