“ანიტას შემთხვევამ დაგვანახა რა დიდი ძალა აქვს ერთად დგომას” – დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ანიტა ფაცაციას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს. 

„ძალიან დამამწუხრა პატარა ანიტას გარდაცვალების ამბავმა. ვუსამძიმრებ ანიტას მშობლებს, ოჯახის წევრებს და იმ მილიონობით ადამიანს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში გულშემატკივრობდნენ პატარა ანიტას. ჩვენ ყველამ ერთად ვიბრძოლეთ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით ამ ვერაგი დაავადების წინაშე. ანიტას შემთხვევამ დაგვანახა, თუ რა დიდი ძალა აქვს ერთად დგომას. გამძლეობას ვუსურვებ მის ოჯახს ამ მძიმე წუთებში!”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.